reportiori.ge - ილია მეორე: როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ გვეხმარება, მაშინ ყველაზე ახლოსაა ჩვენთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:52
რელიგია
ილია მეორე: როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ გვეხმარება, მაშინ ყველაზე ახლოსაა ჩვენთან
ავტორი:
06 მაისი, 2015. 14:15



„როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ გვეხმარება, მაშინ ყველაზე ახლოსაა ჩვენთან", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქაშუეთში, წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.


როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წმინდა გიორგი არის საქართველოს სიმბოლო, საქართველოს მფარველი. იგი მუდამ იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს.


„ქართველი ადამიანები ცოტა უცნაური ადამიანები ვართ. ჩვენი დიდებული მეფე, დავით აღმაშენებელი ამბობს, გულზე დამადგით ფეხიო. ასეთი რამ მეფეს კი არა, რიგით ადამიანს არ უთქვამს. მეორე მეფე, ვახტანგ გორგასალი ამბობს: ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. ესეც არავის უთქვამს. უთქვამთ, რომ წამებას გავუძელი და სხვა რა. მაგრამ შენ რომ ეძებდე სიკვდილს ქრისტესთვის, ეს არაჩვეულებრივი გამოთქმაა. ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ამ სიტყვებში ქართული სულია, გონებაა, სულიერებაა", - ბრძანა პატრიარქმა.


ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა გიორგის წამების ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი იმპერატორმა დიოკლეტიანემ აწამა. როგორც პატრიარქმა განაცხადა, ერთ-ერთი წამების შემდეგ, როდესაც სისხლმდინარი წმინდა გიორგი საკანში შეაგდეს, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები, შენთან ვარო.


„ეს სიტყვები მუდამ გვესმის მთელი ისტორიის მანძილზე. განსაცდელი ბევრია, მაგრამ ღმერთი, წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი და წმინდანები არიან ჩვენი მფარველები. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ჩვენი განსაცდელი სიხარულით შეიცვალოს, ვევედრებით მამაზეციერს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს უშველოს", - ბრძანა პატრიარქმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016