"რეპორტიორის" თვალით...
ხელოვნების სასახლეში გურამ ლორთქიფანიძის ბარელიეფი გაიხსნა
06 მაისი, 2015. 20:24
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სასახლეში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, გურამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ბარელიეფი გაიხსნა.
ღონისძიებაზე მსახიობის შემოქმედება და მოღვაწეობა გაიხსენეს.
გურამ ლორთქიფანიძემ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მან მარტივად მოახერხა, თავისი სახასიათო და შთამბეჭდავი როლებით თავი შეეყვარებინა ქართველი მაყურებლისთვის. განსაკუთრებულია მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში: „არაჩვეულებრივი გამოფენა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", „რაჭა ჩემი სიყვარული", „ხარება და გოგია", „პირველი მერცხალი" და მრავალი სხვა.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24