reportiori.ge - 40 ფაქტი თვალებზე, რომელიც არ იცოდით...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:39
სხვადასხვა
40 ფაქტი თვალებზე, რომელიც არ იცოდით...
ავტორი:
07 მაისი, 2015. 02:11


 

ჩვენ შევეჩვით თვალების დათვირთვას, მონიტორთან დიდი დროის გატარებით. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა უნიკალური ორგანოა თვალი სინამდვილეში და ჯერ კიდევ რა ცოტა იცის მის შესახებ მეცნიერებამ.


ჩვენ ვურჩევთ ოფისის მუშაკებს უფრო ხშირად დაფიქრდნენ მხედველობის მდგომარეობაზე და ხანდახან მაინც გააკეთონ თვალის ვარჯიშები.


ყავისფერი თვალი სინამდვილეში ცისფერია, გადაფარული ყავისფერი პიგმენტით. ლაზერული პროცედურაც კი არსებობს, რომელიც სამუდამოდ გადააქცევს ყავისფერ თვალებს ცისფრად.


თვალის გუგები ფართოვდება 45%-ით როცა ვუყურებთ მას, ვინც გვიყვარს.


ადამიანის თვალის რქოვანა იმდენად გავს ზვიგენისას, რომ ამ უკანასკნელს იყენებენ, როგორც შემცვლელს თვალებზე ოპერაციების დროს.


თქვენ ვერ შეძლებთ დააცემინოთ გაღებული თვალებით.


ჩვენს თვალებს შეუძლია გაარჩიოს ნაცრისფერის დაახლოებით 500 ჩრდილი.


თითიოეული თვალი შედგება 107 მილიონი უჯრედისგან და ყველა მათგანი მგრძნობიარეა სინათლესთან.


ძლიერი სქესის ყოველი მე-12 წარმომადგენელი - დალტონიკია.


ადამიანის თვალს შეუძლია მიიღოს სპექტრის მხოლოდ სამი ნაწილი: წითელი, ლურჯი და მწვანე. სხვა ფერები, ამ ფერების შეხამებაა.


ჩვენი თვალების დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 2,5 სანტიმეტრს და იწონის დაახლოებით 8 გრამს..


ჩვენი სხეულის კუნთებიდან, კუნთი, რომელიც აკონტროლებს თვალებს - ყველაზე აქტიურია.


თქვენი თვალები ყოველთვის დარჩება იმ ზომის რა ზომისაც იყო დაბადებისას, ხოლო ყურები და ცხვირი ყოველთვის გააგრძელებენ ზრდას.


თვალის რქოვანის მხოლოდ 1/6 ჩანს.


ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ვხედავთ საშუალოდ 24 მილიონ გამოსახულებას..


თქვენს თითის ანაბეჭდებს აქვს დაახლოებით 40 უნიკალური მახასიათებელი, ამ დროს თვალების ჩრდილს - 256. სწორედ ამიტომ იყენებენ ბადურის სკანირებას უსაფრთხოების მიზნით.


ადამიანები ამბობენ "თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ", რადგან ეს ყველაზე სწრაფი კუნთია სხეულში. დახამხამება გრძელდება დაახლოებით 100-150 მილიწამით, და თქვენ შეგიძლიათ დაახამხამოთ 5-ჯერ წამში.


თვალები ტვინს გადასცემენ ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციას ყოველ საათში. ამ ხაზის გამტარუნარიანობა შეგვიძლია შევადაროთ დიდი ქალაქის ინტერნეტ-პროვაიდერის შესაძლებლობებს.


ჩვენი თვალები ფოკუსირებას ახდენენ დაახლოებით 50 რამეზე წამში.


გამოსახულებები, რომლებიც იგზავნება ჩვენს ტვინში, სინამდვილეში ამოტრიალებულია..


თვალები ტვირთავენ ტვინს სხვა სხეულის ნაწილებთან შედარებით ყველაზე მეტად.


ყოველი წამწამი ცოცხლობს დაახლოებით 5 თვეს.


მაიას ტომში ელამ თვალებს მიმზიდველად თვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ მათი ბავშვები ელამები ყოფილიყვნენ.


დაახლოებით 10 000 წლის წინათ ყველა ადამიანს ქონდა ყავისფერი თვალები, სანამ ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა შავი ზღვის პირას არ გაუჩნდა გენეტიკური მუტაცია, რომელმაც გამოიწვია ცისფერი თვალების გაჩენა.


თუ განათებულ ფოტოზე თქვენ მხოლოდ ერთი თვალი გაქვთ წითელი, არის შანსი, რომ თვალის სიმსივნე გქონდეთ (იმ შემთხვევაში თუ ორივე თვალი ერთი მიმართულებით უყურებს კამერას). საბედნიეროდ, მისი განკურნების ალბათობა 95%-ია.


შიზოფრენიის აღმოჩენა 98,3% სიზუსტით შესაძლებელია, თვალის მოძრაობის შემოწმებით.


ადამიანი და ძაღლი - ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც ეძებენ გონებრივ მინიშნებებს სხვების თვალებში. ძაღლები კი ამას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობისას აკეთებენ.


ქალების 2%-ს აქვს იშვიათი გენეტიკური მუტაცია, რომლის წყალობითაც მათ უყალიბდებათ ბადურების დამატებითი კონუსები და ისინი ხედავენ 100 მილიონ ფერს.


ჯონი დეპი ბრმაა მარცხენა თვალით და ახლომხედველი მარჯვენათი.

კანადაში დაფიქსირდა შემთხვევა სიამის ტყუპების, რომლებსაც საერთო "თალამუსი" აქვთ. ამის დახმარებით მათ შეეძლოთ გაეგოთ ერთმანეთის აზრები და დაენახათ ერთმანეთის თვალებით..


თვალს შეუძლია რბილი მოძრაობების კეთება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თვალს ადევნებს მოძრავ ობიექტს.


ისტორია ციკლოპების შესახებ გაჩნდა ხმელთაშუა ზღვის პირას მცხოვრებების წყალობით. მათ აღმოაჩინეს მკვდარი ჯუჯა სპილოების ნარჩენები. სპილოს თავის ქალის სიდიდე ორჯერ უფრო აღემატებოდა ადამიანისას. მათი ცხვირის ცენტრალური ხვრელი კი შეცდომით ეგონათ თვალი.


კოსმონავტებს არ შეუძლიათ ტირილი კოსმოსში, გრავიტაციის გამო. ცრემლები გარდაიქმნებიან პატარა ბურთულებად და ჩხვლეტენ თვალებს.


მეკობრეები იყენებდნენ თვალის სახვევს, იმისთვის რომ მოეხდინათ გონების ადაპტაცია სწრაფად, გემბანის ზედა და ქვედა ნაწილში. ამ ხერხით, მათი ერთი თვალი ეჩვეოდა ნათელ სინათლეს,  მეორე კი უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს.


არსებობს მეტად "რთული" ფერები ადამიანის თვალებისთვის, მათ ეძახიან "შეუძლებელ ფერებს".


ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ფერებს, რადგან ეს არის ერთადერთი სინათლის სპექტრი, რომელიც გადის წყალში და ხმელეთში, სადაც ჩვენი თვალები გაჩნდა. დედამიწაზე არ ყოფილა არცერთი ევოლუციური მიზეზი იმისა, რომ დაგვენახა უფრო ფართო სპექტრი.


თვალებმა განვითარება დაიწყეს 550 მილიონი წლის წინ. ყველაზე მარტივი თვალი იყო ერთუჯრედიანი არსებების ცილის ნაწილაკებისგან შემდგარი.


ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც აქვთ "აფაკიის" დაავადება -  იტყობინებია, რომ ხედავენ სინათლის ულტრაიისფერ სპექტრს.


ფუტკრებს თვალებში თმები აქვთ. ისინი ეხმარებიან მათ ფრენის დროს გააკონტროლონ ქარის მიმართულება და ფრენის სიჩქარე.


"აპოლონის" მისიის ასტრონავტები ყვებოდნენ, რომ ხედავდნენ სინათლის ხაზებს და აფეთქებებს, როცა თვალებს ხუჭავდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას კოსმიური რადიაცია იწვევდა, რომელიც მათი თვალის ბადურის გარსს ასხივებდა დედამიწის მაგნიტოსფეროს გარეთ.


ჩვენ "ვხედავთ" ტვინით და არა თვალებით. ბუნდოვანი და უხარისხო გამოსახულება - ეს თვალის დაავადებაა, როგორც სენსორი, რომელიც იღებს დამახინჯებულ გამოსახულებას.

65-85% თეთრი კატებისა, რომლებსაც აქვთ ცისფერი თვალები - ყრუები არიან.




(წყარო:facts.ge)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016