reportiori.ge - რუსა გვაზავას ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან, პაოლო მაგანოტისთან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 07:24
ინტერვიუ
რუსა გვაზავას ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან, პაოლო მაგანოტისთან!
ავტორი:
07 მაისი, 2015. 03:49


 

პაოლო მაგანოტი (ევროპელ ჟურნალისტთაასოციაციის პრეზიდნეტი):


მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან დაიჯესტის რედაქტორი, რუსა გვაზავა ექსკლუზიურად ესაუბრა პაოლო მაგანოტის, რომელიც გახლავთ ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციის ( EJ ) პრეზიდენტი. სხვათაშორის, იგი   თბილისს 2013 წლის სექტემბერში სტუმრობდა... 



-თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი მახასიათებელი, რითაც ქართველი და  ევროპელი ჟურნალისტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან?


-ევროპელ და ზოგადად,  დასავლეთის მცხოვრებთ, სხვადასხვა ტრადიციები აქვთ. თუმცა, როცა ქართველ ჟურნალისტებს შევხვდი, მე აღფრთოვანებული  დავრჩი მათი მონდომებით, აითვისონ  მაღალი დონის პროფესიონალური ჟურნალისტიკა.


შეხვედრაც სწორედამას ეძღვნებოდა... ანუ  უფრო მეტი რაოდენობით  ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, რათა იგი გახდეს  უფრო მეტად მაღალი დონის და მეტად  პროფესიონალური. თქვენ  სულ სხვა ისტორიული მდგომარეობებიდან მოდიხართ, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, პრესის თავისუფლება, დემოკრატიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი დასავლური გამოცდილება ჟურნალისტიკაში, მეტიც: ძალიან დიდი ინტერსი იყო ამ ყველაფრის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები თავისუფლად იმუშავებენ!

თქვენ ასევე საკუთარ ინტერესებს მეტი  პოპულარიზაცია უნდა გაუწიოთ პრესის თავისუფლებისათვის,  რადგან, ეს არა მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლებაა, არამედ გამოხატვისაც, რასაც თავისთავად, საბოლოოდ მივყავართ  დემოკრატიულობამდე.

თქვენ, ჟურნალისტებმა,  უნდა შექმნათ გარემო, სადაც საკუთარი თავის გამოვლენა შეგეძლებათ და ასევე საჯარო სივრცე, სადაც ადამიანები გამოხატავენ საკუთარ ინეტერესებს და ეძლევათ საშუალება, დიალოგი აწარმოონ იმ ადამიანებთან,  ვინც ქმნიას და ზეგავლენას ახდენს  საჯარო პოლიტიკაზე...


- თქვენი აზრით, რა შანსები გვაქვს ევროკავშირში შესვლის?

-ევროკავშირი ხდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე. მას არა მხოლოდ აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველჰყოს კეთილდღეობა მათი წევრი ქვეყნებისა, არამედ ასევე უზრუნველჰყოს და ითანამშრომლოს სხვებთან, რათა დამყარდეს სტაბილურობა მთელს მსოფლიოში.

ამის გამო, მას აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, პოპულარიზაცია გაუწიოს და განავრცოს, ასევე  უზრუნველჰყოს მშვიდობა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ისტორიულად არიან ევროპის ნაწილები! ეს ეხებათ ასევემეზობელ  ქვეყნებსაც, რომლებიც, მართალია,  ისტორიულად არ არიან ევროპის შემადგენელი ნაწილები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ევროპის ახალი გზა!


-თუმცა,  გეოგრაფიულად ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩვენ ვართ კავკასიური ოჯახი სნაწილიც...  


-  თქვენ შეგიძლიათ  ევროკავშირს გაუწიოთ  კარგი ხელშეწყობა და  წვლილი  შეიტანოთ  ევროპასა და აზიას შორის კავშირების დამყარების საკითხში. ჩვენ ეს კავშირები გვჭირდება იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამეზობლო პოლიტიკა, რათა ეს უკანასკნელი ეფექტურად მუშაობდეს.

როდესაც ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ლიმიტირებულნი დაშეზღუდულები ისტორიული კონცეფციებით, რომელსაც სკოლაში გვასწავლიდნენ.

დიახ, ჩვენ გვჭირდება ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველჰყონ კარგი კავშირები სხვა ქვეყნებთან. 

რასაკვირველია, უამრავი ადამიანია თქვენს ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ აითვისოს ევროპული სტანდარტები, მაგრამ, პრობლემა სიახლეში და ახალი საქმეების კეთებაში კი არა, არამედ იმაშია, რომ გაცილებით რთულია გათავისუფლდე იმ ძველი  იდეებისგან, რაც გონებაშია დარჩენილი.

ამგვარად, საქართველო უნდა განთავისუფლდეს  საბჭოთა  მემკვიდრეობისგან!.


 

 

 

 

 

 

 

 

 


რუსა გვაზავა 


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016