reportiori.ge - მიხეილ დუნდუა: ვინც ახლა დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:48
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: ვინც ახლა დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს
ავტორი:
07 მაისი, 2015. 12:21


ვინც ახლა დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს", - ამის შესახებ საზოგადოება „2030"-ის წევრმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა. მისი თქმით, ჩუმი შიდა ინფლაციის ფონზე ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებდა.



მე შემიძლია, თავისუფლად გამოვთქვა ეჭვი, რომ ეს შეგნებული მოქმედება იყო. ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ქადაგიძე არის ადეიშვილის კადრი. ადეიშვილის კადრები არიან საბჭოშიც. ეს ხომ ცნობილი ფაქტია, შესაბამისად, რატომ უნდა იყოს ნდობა მის მიმართ, რატომ უნდა ვენდოთ მას? ხომ გვახსოვს, 2012 წელს რა მოქმედებები ჩაატარა "ქართუს" წინააღმდეგ. ხომ გვახსოვს, როგორ მოექცნენ "სტანდარტ ბანკს", რა ეჭვები არსებობს "სახალხო ბანკის" წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გვახსოვს. როგორ შეიძლება გაკეთილშობილდეს ადამიანი, რის გამო?" - განაცხადა დუნდუამ.


მისივე თქმით, საუბარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რასაც დუნდუა დადებით ნაბიჯად აფასებს.


მმართველი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ეროვნული ბანკის მენეჯმენტი სრული უნდობლობით სარგებლობს. პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა სპეკულაციური შეტევა ლარზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ არის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესს. ვერ ვუყურებთ ონლაინ რეჟიმში, უფლებაც არ გვაქვს, რომ დავაკვირდეთ. უბრალოდ, უნდა ვენდოთ ამ პროცესს. არც ფინანსთა სამინისტროს, არც მთავრობას, არც მე და არც თქვენ არ გვაქვს უფლება, ჩავიხედოთ ყოველდღიურად მიმდინარე პროცესში, ვინ რა სესხი აიღო, სად დახარჯა და ა.შ. ამ პროცესის კონტროლის მექანიზმი კანონმდებლობით არ არსებობს და სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტი იყოს ბუში, "ალ ქაიდას" მიერ რომ იყოს დანიშნული ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი და საკონსტიტუციო სასამართლო კი "თალიბების" მიერ დაკომპლექტებული - ამ დროს შეიძლება ნდობა ჩამოყალიბდეს? ეს ხომ მარტივი რამაა", - განაცხადა დუნდუამ.


საზოგადოება „2030"-ის წევრის განცხადებით, თუ ლარს დროზე არ მიხედა ქადაგიძემ, მას ეკონომიკა მიხედავს.


ორი თვის მაჩვენებლები უკვე დამაიმედებელია. ეს დროებითი მოვლენაა. თუ ახლა ლარზე სპეკულაციური შეტევა მიმდინარეობდა, ეს დროებით პროცესზეა გათვლილი. შეუძლებელია, ამან დიდხანს გასტანოს. ის, ვინც ახლა სპეკულაციურ შეტევას ახორციელებს, აუცილებლად წააგებს. ვინც ახლა დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს", - განაცხადა დუნდუამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016