reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს და უგულავას პოლიტიკური მომავალი არ აქვთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:41
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს და უგულავას პოლიტიკური მომავალი არ აქვთ!
22 ოქტომბერი, 2013. 01:04

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედი"-ს გადაცემა „პოლიტიკის დრო"-ში სააკაშვილისა და უგულავას პოლიტიკურ მომავალზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ვფიქრობ, რომ არც უგულავას და არც სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. მათ ბევრი გააფუჭეს უკვე. საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვები არსებობს მათ მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებსაც ძალიან გაუჭირდებათ, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ საქართველოში. არ არის ქართველი ხალხი ისეთი ყრუ და ნელი, როგორადაც ისინი ფიქრობენ, საკუთარი ქცევიდან გამომდინარე. დღემდე სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ. ეს ჩემი აზრია და ნუ მიიღებენ ისე, თითქოს ვიღაცას ვანადგურებ. პირველივე შეხვედრაზე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, გარდა იმისა, რომ უამრავი მკაცრი შეკითხვა დავუსვი, ისიც შევახსენე, რომ მისთვის უამრავი კარგი რჩევა მაქვს მიცემული, რაზეც ის დამეთანხმდა და გამოფხიზლდა პირველად. ახლაც მივეცი საუკეთესო რჩევა, რაზეც უფრო გამოფხიზლდა - კარგი იქნება, თუ გადადგები-მეთქი და ბოდიშს მოუხდი საზოგადოებას, ასეთ შემთხვევაში შენ კიდევ დაგრჩება პოლიტიკური მომავალი-მეთქი, რადგან საზოგადოება შემნდობია. ამის ვაჟკაცობა მას, რა თქმა უნდა, არ ეყო და მიწოლაც არ შეიძლებოდა. შემდგომ შეხვეედრებზე სულ ვთხოვდი, რომ ისე მოიქეცი, შენი დახმარება რომ შევძლო, რათა აგრესია ჩაცხრეს ხალხში, ნუღა ცრუობ-თქო. დანარჩენი, რა განცხადებასაც ის აკეთებს, რასაც სჩადის, მომავალი არ აქვს. პოლიტიკური დევნა არ იქნება, რომ განმეხორციელებინა, ის უკვე დაჭერილი იქნებოდა. მხოლოდ სასამართლო!"  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016