"რეპორტიორის" თვალით...
რეზო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
07 მაისი, 2015. 22:16
რეზო ჩხეიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
დაკრძალვის ცერემონიას მსახიობები, რეჟისორები, საზოგადოების ცნობილი სახეები დაესწრნენ. მათ რეჟისორის ღვაწლზე ისაუბრეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. საფლავთან გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვეს რეჟისორებმა: ოთარ კობეშავიძემ, ქეთი დოლიძემ, ლანა ღოღობერიძემ, მსახიობმა მიშა მესხმა.
რეჟისორის დაკრძალვაზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად.
რეზო ჩხეიძე ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს. საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 3 მაისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24