reportiori.ge - გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტში მონაწილეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:15
კულტურა
გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტში მონაწილეობს
22 ოქტომბერი, 2013. 12:38

22-23 ოქტომბერს პოლონეთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტს ესწრება. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 23 ოქტომბერს, ვარშავის ოპერის ეროვნულ თეატრში, 15:30 სთ-ზე, თემით „კულტურისა და განათლების სფეროების შეფასება საქართველოს მაგალითზე", კულტურის მინისტრი სამიტის ფარგლებში მოხსენებით გამოვა ვარშავაში დაგეგმილ ვორკშოფზემშვიდობის ხმა", რომელიც მშვიდობის მშენებლობის პროცესში მუსიკისა და განათლების როლს ეხება.

გურამ ოდიშარია განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრება მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ახალგაზრდა ლიტველი ნიჭიერი შემსრულებლების სოლო საფორტეპიანო მშვიდობის კონცერტს". კონცერტს კულტურის მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და მრჩეველი ლალი ლომსაძე დაესწრებიან.

ვარშავის სამიტის მონაწილეთა შორის არიან: ფრედერიკ ვილიემ დე კლერკი, მიხაილ გორბაჩოვი, ჰენრი კისინჯერი, დალაი ლამა XIV, მეირიდ კორიგან-მაგუაიერი, ლეჰ ვალესა, მუჰამედ იუნუსი და სხვ.

ნობელის მშვიდობის ლაურეატების მსოფლიო სამიტი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ღონისძიებაა. იგი ყოველწლიურად ტარდება და მშვიდობისმყოფელ სფეროს ემსახურება. სამიტს ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ორგანიზაციები. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მე-13 მსოფლიო სამიტი აღსანიშნავია იმით, რომ იგი პირველად ტარდება აღმოსავლეთ ევროპაში. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016