reportiori.ge - სწრაფი გადახდის კომპანიები "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი" ბანკის წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:08
ეკონომიკა
სწრაფი გადახდის კომპანიები "საქართველოს ბანკისა" და "თიბისი" ბანკის წინააღმდეგ
22 ოქტომბერი, 2013. 12:45

დღეს, იუსტიციის სახლში მდებარე ეროვნულ ბანკთან სწრაფი გადახდის კომპანიების წარმომადგენლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. მოითხოვენ რომ "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკს"  რეგულაციები დაუწესდეს.

"თიბისი  ბანკისა"  და "საქართველოს ბანკის" მიერ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვისას დაწესებულია 0%-იანი ტარიფი მომხმარებლებისთვის, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სწრაფი გადახდის კომპანიებსა და მათ ბიზნესს.
"ეროვნულ ბანკთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუწესდეს მკაცრი რეგულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე ბანკს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ "საქართველოს ბანკის" და "თიბისი ბანკის" ინტერესია 0%-იანი ტარიფით მხოლოდ ეს ორი მოთამაშე დარჩეს ბაზარზე და შემდეგ უკვე თავად არეგულირონ ის, რაც მოუნდებათ. ჩვენ კი იძულებულები ვართ, რომ მომხმარებელს დავუწესოთ გარკვეული პროცენტიანი გადასახადი. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ჩვენ ადრე ფულს მობილური ოპერატორები გვიხდიდნენ, ახლა კი ისინი ჩვენ აღარ გვიხდიან ფულს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გადახდაც მობილურ აპარატებზე 0%-იანი იქნება, მაშინ ჩვენს ბიზნესს არც მოგება ექნება, არც არანაირი აზრი". - აცხადებენ სწრაფი გადახდის კომპანიები.
მათივე თქმით, ამ ბიზნესის ძირითადი შემოსავალი მოდის სწორედ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვით და  მოითხოვენ ეროვნული ბანკისგან, რომ თანაბარ პირობებში ჩააყენოს ყველა მოთამაშე, ვინც ამ ბაზარზეა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016