reportiori.ge - როგორ გადაწყვიტეს ნაგვის პრობლემა შვეიცარიაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:58
სხვადასხვა
როგორ გადაწყვიტეს ნაგვის პრობლემა შვეიცარიაში!
ავტორი:
08 მაისი, 2015. 13:10



როგორც წესი, შვეიცარიაში ვიზიტის შემდეგ, ტურისტები აღფრთოვანებულნი რჩებიან ქვეყანაში არსებული სისუფთავით, თუმცა იშვიათად ინტერესდებიან, რა გზით ხდება მისი შენარჩუნება.


ნაგვის სორტირების სისტემა უკვე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, ხოლო შვეიცარიაში თითქმის აბსურდამდეა დაყვანილი. ასორტირებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ამ სისტემაში არ არსებობს გამონაკლისი - ყველაა ვალდებული დაასორტიროს ნაგავი სხვადასხვა ურნაში. ეს არის სრული დემოკრატია, რომელშიც ყველა მონაწილეობს. ასევე, არის დემოკრატიის არარსებობა, სადაც არ მიიღება დისკუსიები და პროტესტი. არ ხარ თანახმა - იხდი ჯარიმას.


ის ფაქტი, რომ მდიდარი ხარ, ვერ გაყენებს კანონზე მაღლა. ხშირად შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ აბარებენ ბოთლებს სპეციალურ პუნქტებში „პორშედან" გადმოსული მოქალაქეები.


ჩაბარებული ბოთლების რაოდენობით, შვეიცარია ლიდერია მსოფლიოში. 90%¬ზე მეტი ბოთლი ბრუნდება მინის გადამუშავებელ ქარხნებში. მინის მიღების და გადამუშავების პროგრამა 1972 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებულად მოქმედებს.


მარტო რამდენიმე ლუდის ბოთლის მაღაზიაში მიტანის შემდეგ, უკან გარკვეულ თანხას აბრუნებენ. დანარჩენ შემთხვევაში, ბოთლების ჩაბარების დროს არაფერს არ იხდიან. საჭიროა თავსახურების მოხსნა და ბოთლების სორტირება მინის ფერის მიხედვით - თეთი, ყავისფერი, მწვანე.


ქაღალდსა და მუყაოს ცალ-¬ცალკე ამუშავებენ. მუყაოს გადამუშავება უფრო ძვირი ღირს. არავის მოუვა თავში გამოყენებული ბატარეის გადაგდება. ამიტომ, შვეიცარიაში გაყიდული ბატარეების 60%¬ს უკან აბრუნებენ და არ აგდებენ ნაგვის ურნაში.


ცალკე აბარებენ PEთ¬ბოთლებს, ცალკე - ძველ ელექტრონულ მოწყობილობებსა და სახლის ტექნიკას, ცალკე - სამშენებლო ნაგავს, ცალკე - დღის შუქის ნათურებს, ცალკე - კონსერვებს, ცალკე - ცხოველების ცხედრებს (მათი დასამარება აკრძალულია), ცალკე - მცენარეული ზეთის ნარჩენებს, ცალკე - მანქანის ზეთის ნარჩენებს (აკრძალულია ზეთის შეცვლა საკუთარ ავტომობილში. ამას მხოლოდ ტექ. სადგურებზე აკეთებენ 50 ფრანკად).


თქვენ იტყვით, რომ შეიძლება ამის არგაკეთებაც და ყველაფრის ერთ ურნაში ჩაყრა. შესაძლებელია, თუმცა მაშინ მოგიწევთ დიდი გადასახდის გადახდა, რომელიც ნაგვის ყოველ კილოგრამზეა დაწესებული. ნაგვის თითო პარკზე აწებებენ მარკას, რომელიც ადასტურებს გადასახდის გადახდას. ნაგვის 5 კილოგრამი 2-3 ფრანკი ღირს. ზუსტად ამიტომ, ადგილობრივებს ყველაფერი მიაქვთ სპეციალურ პუნქტებში.


რა სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, შვეიცარიაში გამოყენებული ჩაის პაკეტის გადაგდების წესიც არსებობს: ეტიკეტი - მუყაოსთან, თვითონ პაკეტი - ძველ ქაღალდთან, ჩაი - კომპოსტთან, სკრეპი - გამოყენებულ ლითონთან, ძაფი კი - მარკირებულ სანაგვე პარკში".


წესების დაცვას „ნაგვის პოლიცია" უზრუნველყოფს. სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, აანალიზებენ მარკირების გარეშე ან სხვა ადგილას დატოვებულ ნაგავს, პოულობენ დამრღვევს და აჯარიმებენ. ჯარიმები ძალიან მაღალია.


80-იან წლებში, როდესაც ნაგვის მარკირება ქვეყნის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო შემოღებული, გავრცელდა ე.წ. „ნაგვის ტურიზმი". შაბათ-კვირას ხალხი ოჯახებთან ერთად მიდიოდა პიკნიკზე ქვეყნის სხვა მხარეს და თან მიჰქონდა ნაგავი, რათა უფასოდ გადაეყარა.


იმ პერიოდში, შვეიცარიაში იყო კატასტფორული ეკოლოგიური სიტუაცია. ყველა მდინარე და ტბა ნიტრატებით იყო დანაგვიანებული, მიწა მძიმე ლითონით, ბიომრავალფეროვნება მცირდებოდა, ხოლო მზარდი მოსახლეობა უფრო მეტ ნაგავს აწარმოებდა. მაცხოვრებლები თავისივე ნაგვის გამო იგუდებოდნენ. ზუსტად მაშინ დადგა საკითხი ახალი ეკოლოგიური პოლიტიკის შექმნის თაობაზე. ამას დასჭირდა 2 ათწლეული, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ახლა შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანაა. ნებისმიერი ტბიდან, და რა თქმა უნდა, ონკანიდან წყლის დალევა საშიშროების გარეშეა შესაძლებელი.


რა არის ასეთი წარმატების მიზეზი? - ის, რომ შვეიცარიელებმა მიზნად დაისახეს ქვეყნის დალაგება და ამ მიზანს მიაღწიეს. დანარჩენი, უბრალოდ, დროის საკითხი იყო.


დასკვნა მარტივია... ხალხმა გადაწყვიტა - ხალხმა გააკეთა! გაავრცელეთ ეს შეტყობინება მეგობრებში, შექმენით ერთად ეკოლოგიური ჯგუფები, რომლებიც თუნდაც მარტო საკუთარ ნაგავს გააკონტროლებენ. გეზარებათ? გასაგებია, მაგრამ სანაგვეში ცხოვრება არ გვინდა. ასე რომ - იმოქმედეთ!




წყარო: had.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016