reportiori.ge - უკანასკნელი ვაშხამი დედასთან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:58
სხვადასხვა
უკანასკნელი ვაშხამი დედასთან...
ავტორი:
08 მაისი, 2015. 13:46

 

 

12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩემმა ცოლმა მოისურვა, რომ მე ვახშამზე და კინოში სხვა ქალი დამეპატიჟებინა

 

 

მან მითხრა: „მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რომ სხვა ქალსაც უყვარხარ და შენთან დროის გატარება სურს".

 

 

სხვა ქალი, რომლისთვისაც ყურადღების დათმობა მთხოვა ჩემმა ცოლმა, იყო დედაჩემი. ის უკვე 19 წლის მანძილზე ქვრივია.

 

 

მაგრამ რამდენადაც ჩემი სამსახური და სამი ბავშვი მოითხოვდა ჩემგან მთელ ენერგიას და ძალებს, მე მისი ნახვა იშვიათად შემეძლო.

 

 

იმ საღამოს  დავურეკე, რომ ვახშამზე და კინოში მიმეწვია.

 

 

- რა მოხდა? კარგად ხარ? - მაშინვე მკითხა მან.

 


დედაჩემი - ქალების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ეგრევე ცუდზე განეწყობიან, როცა ტელეფონი გვიან რეკავს.

 

 

-  ვიფიქრე, რომ გესიამოვნებოდა ჩემთან დროის გატარება: - ვუპასუხე მე.

 

 

ის წამიერად დაფიქრდა და მიპასუხა:

 

 

- მე ძალიან მინდა ეს.

 


პარასკევს, სამსახურის შემდეგ  მივდიოდი მასთან და ცოტა ვნერვიულობდი. როცა მის სახლს მივუახლოვდი, დავინახე როგორ იდგა  და ეტყობოდა, რომ ცოტა ნერვიულობდა.

 


იდგა სახლის კარში, ლაბადამოსხმული, თმა დახვეული ჰქონდა და ეცვა კაბა, რომელიც  თავისი ქორწინების ბოლო წლისთავზე იყიდა.

 

 

-  ჩემს მეგობრებს ვუთხარი,რომ ჩემი ბიჭი დღეს რესტორანში ჩემთან ერთად გაატარებს დროს და ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა- მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.

 

 

წავედით რესტორანში. მართალია ძალიან ძვირადღირებულში არა, მაგრამ საკმაოდ ლამაზ და მყუდროში. დედაჩემმა ხელი ჩამკიდა და ასე მივდიოდით თითქოს პირველი ლედი იყო. როცა მაგიდასთან დავსხედით, მე თავად წავუკითხე მენიუ, რადგან დედა მხოლოდ მსხვილ შრიფტს არჩევდა.

 

 

შუამდე რომ მივედით, შევხედე და დავინახე, რომ დედა იჯდა და მიყურებდა სახეზე ნოსტალგიური ღიმილით.

 

 

- ადრე, როცა  პატარა იყავი, მენიუს ყოველთვის მე ვკითხულობდი - თქვა მან.

 


- ესე იგი დადგა დრო, როცა ვალი უნდა გავისტუმრო, - ვუპასუხე მე.

 

 

ვახშამზე ძალიან კარგად ვისაუბრეთ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი.  უბრალოდ ერთმანეთს ვუზიარებდით ბოლოდროინდელ ამბებს, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა. მაგრამ ისე გავერთეთ, რომ დავაგვიანეთ კინოში.

 

 

როცა დედა სახლში მივიყვანე,  მითხრა: „მე კიდევ ერთხელ წამოვალ შენთან ერთად რესტორანში. მაგრამ ამჯერად მე გეპატიჟები".

 

 

 დავეთანხმე.

 

 

- როგორ ჩაიარა საღამომ? - მკითხა მეუღლემ, როცა სახლში დავბრუნდი.

 


- ძალიან კარგად. იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა, - ვუპასუხე მე.

 


რამდენიმე დღის შემდეგ დედა გარდაიცვალა ინფარქტით. ეს ისე უცბად მოხდა, რომ არანაირი შანსი არ მქონდა მისთვის რამე გამეკეთებინა.

 


რამდენიმე დღით ადრე კი მივიღე კონვერტი, რომელშიც იდო ქვითარი იმ რესტორნის ხარჯის ფარდი თანხით, ქვითართან ერთად იყო ჩანაწერიც:

 

 

„მე წინასწარ გადავიხადე ჩვენი მომავალი ვახშმის თანხა. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებშენთან ერთად წამოსვლას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გადავიხადე ორ ადამიანზე - შენთვის და შენი ცოლისთვის.

 

 

ალბათ ვერასოდეს აგიხსნი რას ნიშნავს ჩემთვის ის ვახშამი, რომელზეც შენ დამპატიჟე: ჩემო შვილო, მიყვარხარ".

 

 



წყარო: b2p.ge


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016