საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ამერიკელი პარტნიორები თბილისში „SOS ბავშთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ. პამელა და ედმონდ დოშებმა თავშესაფრის ბინადრებს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საბავშვო- გასართობი მოწყობილობები გადასცეს. თბილისის „SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში არებულ თავშესაფარში ამჯერად 48 ბენეფიციარი ცხოვრობს. თავშესაფრის ბინადრები პირობებით კმაყოფილები არიან და აცხადებენ , რომ აქ მათთვის და მათი შვილებისთვის ოჯახური გარემოა შექმნილი.
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი 1996 წლიდან არსებობს. „SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში 2013 წელს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაარსდა. დედები, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, უზრუნველყოფილი არიან სრულფასოვანი კვებით, ჯანდაცვით; მათ სტუმრობენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, გადიან პროფესიულ გადამზადებას და ხელშწყობა აქვთ დასაქმებაში.