ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე კრიტიკის მოყვარულ საზოგადოებას და მათ შორის პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს მიმართავს:
„ბევრი რომ ნათქვამს სათავისოდ გებულობს, ახალი ამბავი არ არის!
დაწერ რამეს და ვიღაცეები (განსაკუთრებით "ნეუდაჩნიკი პოლიტიკოსები") ისეთ კომენტარს მოაყოლებენ, გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება!
თანაც, შენ ვისზედაც არ უნდა საუბრობდე, იმას ბიძინა ივანიშვილსაც აუცილებლად მიაყოლებენ ხოლმე?!
რა ვქნა ახლა, ასეთების შიშით ვეღარავის ვუსაყვედურო?!
როცა რაღაც ვთქვი - ვთქვი და მორჩა! აბა, მტრად და მოსისხლედ კი არავის გადავკიდებივარ?!
ჟურნალისტი ვარ და ამდენად, ხელისუფლების ვერც მტერი ვიქნები და ვერც მხარდამჭერი! ამიტომ, შესანიშნავად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ბევრი სამართლიანი პრეტენზია გააჩნია, მაგრამ ვისაც მხოლოდ ივანიშვილის პირადი "ზუბი" აქვს, კეთილი ინებოს და "მოსათხოვი" უჩემოდ მოსთხოვოს, თუმც კი ერთიც უნდა აღინიშნოს: ქვები უცოდველებმა ესროლეთ!"- წერს ხაჩიძე.