გორში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ტრადიციულად, გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან მიულოცავენ და ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.
11:00 საათზე ვეტერანების პატივსაცემად გაიმართება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი".
12:00 საათზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით ჭალის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ჩატარდება ტურნირი მინიფეხბურთში.
14:00 საათიდან ღონისძიებები კომბინატის კულტურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც გაიმართება: მხატვრული კითხვის კონკურსი „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე" (14:00) მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება (16:00) და რეზო ჩხეიძის ფილმის „ღიმილის ბიჭების" ჩვენება (18:00).