reportiori.ge - ბონდო მძინარაშვილი: თქვენი კიტოვანით, იოსელიანით, სიგუათი და თქვენი შევარდნაძით, მომავალი წამართვით! დამპლები ხართ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბონდო მძინარაშვილი: თქვენი კიტოვანით, იოსელიანით, სიგუათი და თქვენი შევარდნაძით, მომავალი წამართვით! დამპლები ხართ!
ავტორი:
09 მაისი, 2015. 11:54



აკოცეთ კიტოვანს... ტრაკზე!

გამოჩნდა თენგიზ კიტოვანი და საყოველთაო ზიზღის ბურუსში გაეხვა. არც გამკვირვებია, რადგან ქვეყანაში ბორბლის უკუღმა დატრიალებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ასე იყო და არის ჯაბა იოსელიანთან, თენგიზ სიგუასთან და ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებითაც.

არ მიკვირს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ კვარტეტს აბრალებს ქვეყნის დაქცევას და არცთუ იშვიათად არცთუ უსაფუძვლოდ.

მაგრამ...

მაგრამ ამ სიძულვილით აღვსილ ადამიანებს შორის ისეთებიც არიან, წესით, კელაპტრებს რომ უნდა უნთებდნენ ამ ოთხეულს. და, აი, რატომ:


რომ არა 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება, რომ არა კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა და ბოლოს შევარდნაძე, ვინ იქნებოდით თქვენ? ვინ იქნებოდნენ თქვენი მამები? ხელმოცარული ადამიანები, რადგან არც თქვენი მამა-პაპისთვის და არც თქვენთვის არაფერს ნიშნავს ეროვნული ღირებულებები. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაშიც ბევრი იყო შემძვრალი ქვებუდანი, მაგრამ ბევრსაც მიუთითეს კარისკენ. მათ შორის, თქვენც!


ჰოდა, ეს ამოპანჩურებულები აუჯანყდნენ ხელისუფლებას, წინ დაიყენეს კიტოვანი, სიგუა და იოსელიანი და თვითონ ახლა მწყაზარი სახით იყურებიან. მწყაზარობა იქით იყოს, იოსელიანი რა პანთეონში დასაკრძალი იყოო, სიგუა საერთოდ არაფრად მიაჩნიათ, კიტოვანი კი ეზიზღებათ... შევარდნაძე ხომ საერთოდ ანათემას გადასცეს...


რომ არ ყოფილიყო შევარდნაძე, ვინ იქნებოდნენ დღევანდელი პოლიტიკოსების უმრავლესობა? დიახ, არავინ!

რომ არ ყოფილიყო კიტოვანი, ვინ იქნებოდნენ დღევანდელი უმაღლესი რანგის ოფიცრები? - არავინ!

რომ არ ყოფილიყვნენ იოსელიანი და შევარდნაძე, ვინ იქნებოდნენ დღევანდელი ელიტის, ე.წ. ინტელიგენციის დიდი ნაწილი? - არავინ!

რომ არ ყოფილიყვნენ სიგუა და შევარდნაძე, რა ქონების პატრონები იქნებოდნენ დღევანდელი "არმანიანი" ბიზნესმენები? - არაფრის!

ჰოდა, ბიძიებო, წადით და სანთელი აუნთეთ ჯაბა იოსელიანს!

წადით და მოეფერეთ სიგუას!

წადით და ტრაკზე აკოცეთ კიტოვანს!

შევარდნაძემდე არავინ მიგიშვებთ, მაგრამ როცა პირქვე დამარხავენ, მიწის მიყრამდე კიდევ გექნებათ შანსი, მიხვიდეთ და იმასაც აკოცოთ ტრაკზე!


ნუ გგონიათ, რომ ყველას ყველაფერი დაავიწყდა - არავინ იყავით და დღესაც არავინ იქნებოდით, რომ არა ეს ოთხეული!


მე კი არავისთან არაფერი მაქვს საბოდიშო, რადგან მე, 20 წლის ბიჭი, 1991 წელს, უპირველესი ოფიციოზის - გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პასუხისმგებელი მდივანი ვიყავი და ახლადფეხადგმულ სახელმწიფოს შევციცინებდი. არც მაშინ და არც შემდეგ არასოდეს მიფიქრია სიმდიდრესა და ქონების დაგროვებაზე...

მე ის 1991 წელი მენატრება. არა იმიტომ, რომ ასეთ "მცირეწლოვანს" ამხელა თანამდებობა მარგუნეს, არა, მე ის 20 წლის ბიჭი მენატრება, იმედებით ავსილი ბიჭი, რომელიც მომავალს გულწრფელი თვალებით უყურებდა. იმ 20 წლის ბიჭს მომავლის დიდი იმედები ჰქონდა, თქვენ კი, თქვენი კიტოვანით, თქვენი იოსელიანით, თქვენი სიგუათი და თქვენი შევარდნაძით ის მომავალი წამართვით. ბოლოს კი, უკვე ღონემიხდილი შევარდნაძეც მე შემატოვეთ.


ინტელიგენტები კი არა, დამპლები ხართ!

ამოხეთქა! როგორ გავბრაზებულვარ ცალკეულ დამპლებზე...  



ბონდო მძინარაშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016