საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.
„საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია ІІ-ის ლოცვა- კურთხევით, 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ! ეს არის სახალხო დღესასწაული!
2015 წლის 17 მაისს, კვირას, 9:00 საათზე, თბილისში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება წირვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს ოჯახებს და სრულიად საქართველოს;
12:00-19:00 საათებში რუსთაველის პროსპექტზე დილიდანვე მოეწყობა საბავშვო გასართობი ღონისძიებები;
19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ჩატარდება გალა-კონცერტი.
ერთად აღვნიშნოთ ეს დიდი დღე!
ოჯახის სიძლიერე საქართველოს მომავალია!"- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)