reportiori.ge - ჭადრაკის ქართველი დედოფლები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:32
სხვადასხვა
ჭადრაკის ქართველი დედოფლები
ავტორი:
09 მაისი, 2015. 16:31


სინი XX საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდნენ, მსოფლიოს საქართველო ჭადრაკის დედოფლების სამშობლოდ გააცნეს და 30 წლის მანძილზე დედოფლის გვირგვინი არავისთვის დაუთმიათ. წარმოგიდგენთ ჭადრაკის ქართველ დედოფლებს - ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ალექსანდრიას, ნანა იოსელიანს.


ფოტოები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ერთობლივ პროექტ „ციფრული ფოტომატიანეს" კოლექციიდანაა.



გამარჯვების წამი. ნანა ალექსანდრია - მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი; მაია ჩიბურდანიძე - მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი; ნონა გაფრინდაშვილი - მოჭადრაკე, დიდოსტატი, ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი; ნანა იოსელიანი - მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი, ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის. გადაღებულია ლიუცერნში. გამოცემის თარიღი 1982 წელი. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია. 





ნონა გაფრინდაშვილი; ზაურ კალოევი - ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე, იყო თბილისის„დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; შოთა იამანიძე - ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ფოტოს მფლობელია ლაშა გოდუაძე. 





გამარჯვების წამი - ნონა გაფრინდაშვილი. ფოტოს ავტორია ხაჩატურ ვართანიანცი, მფლობელი - ხაჩატურ ვართანიანცი. 





ნონა გაფრინდაშვილი და 15 წლის ნანა ალექსანდრია.  ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია.





ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნონა გაფრინდაშვილი. გადაღებულია ბიჭვინთაში. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია. 





მაია ჩიბურდანიძე.  ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. ქართული სპორტის მუზეუმი. 






საჭადრაკო დაფასთან: ნანა ალექსანდრია და გიგა ბოკერია, პოლიტიკოსი, ნანა ალექსანდრიას შვილი.  





ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და კოტე კაიშაური, შვედი მოჭადრაკე. გამოცემის თარიღი 1978 წელი. ფოტო გადაღებულია ბუენოს-აირესში. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია. 





ნინო გურიელი, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების სამგზის ჩემპიონი და ნანა იოსელიანი, მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი, ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. მფლობელი ქართული სპორტის მუზეუმი. 





ნანა ალექსანდრია და ნონა გაფრინდაშვილი


ნანა ალექსანდრია აკვირდება ნონა გაფრინდაშვილი თამაშს; გადაღების თარიღი უცნობია. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია.





გადაღებულია ბორჯომში, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს. 1981 წელი. მარცხნიდან: გოგი ხარაბაძე - მსახიობი, ნანა იოსელიანი - მოჭადრაკე, დიდოსტატი ქალთა შორის, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იგი იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში (ფილიპინები, 1992) და მოსკოვში (1994) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ლევან ბოკერია - არქიტექტორი. ოთარ იოსელიანი - კინორეჟისორი. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია.  





ნანა ალექსანდრია, ლევან ბოკერია - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, ნანა ალექსანდრიას მეუღლე და გიგა ბოკერია - პოლიტიკოსი, ნანა ალექსანდრიას შვილი. 2004 წელი. გადაღებულია თბილისში, გაზეთ "ლელოს" 60 წლის იუბილეზე. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია.





ნანა ალექსანდრია და გიგა ბოკერია მეგობრებთან ერთად. 1976 წელი. ფოტოს მფლობელია ნანა ალექსანდრია.




 

 

(წყარო: funtime.ge)

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016