reportiori.ge - ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი ბორჯომის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:56
რეგიონები
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი ბორჯომის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა
ავტორი:
09 მაისი, 2015. 21:27


ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა.


ამ დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. შეკრებილ საზოგადოებას 9 მაისი მიულოცეს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებმა, ასევე ომის ვეტერანებმა და ბორჯომის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და ტრაგიკულ შედეგებზე. ასევე აღნიშნეს ომის ველზე, ქართველ მებრძოლთა განსაკუთრებული თავდადება და სულისკვეთება. ცერემონიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებს საქართველოს მთავრობის საჩუქარი-საპატიო მედლები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები პირადად გადასცეს.


როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, ბორჯომში მცხოვრებ ყველა ომის ვეტერანს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან 200 ლარი პირად საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. "მეღვინეობა ხარებასაგან" კი ყველა ვეტერანს კომპანიის მიერ დაწესებული ღვინო გადაეცემათ, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის მათ.


ღონისძიებას მუსიკალურ ფონს უქმნიდა ადგილობრივი ანსამბლი „ბორჯომი".


საზეიმო პროცესი "ძმათა სასაფლაოზე" გაგრძელდა, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი ომში გარდაცვლილთა მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს.


დღეს, ბორჯომის საზოგადოებას ომის თემატიკისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერებაც შეეძლო, რომელსაც თოჯინების სახელმწიფო თეატრი რამდენიმე დღეა მასპინძლობდა.


დღის ბოლოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ომის ვეტერანები საზეიმო ვახშამზე მიიპატიჟა.


აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებები 3 დღის განმავლობაში 3, 8 და 9 მაისს მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენები და თეატრალურ - მუსიკალური წარმოდგენა, რომელიც დღევანდელი ფინალური ღონისძიებით დასრულდა.





(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016