reportiori.ge - „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო!“ (ქართველთა მამაცობის შეფასება)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 18:43
სხვადასხვა
„მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო!“ (ქართველთა მამაცობის შეფასება)
ავტორი:
10 მაისი, 2015. 13:12



საკუთარი ქვეყნის მატიანეებსა და  ისტორიაში ყოველი ერის ცდილობს თავისი თავის მომეტებულად წარმოჩენას. სხვა არის, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იგებს შენს ფასს...


 

უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუ ენაზე ერთი ანდაზა: ,,მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო''. რას ნიშნავს ახლა  ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ყვება, მას შეუძახებენ ხოლმე ამ ანდაზას - მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო! ე.ი. ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარ, შენ გმირი არა ხარო, ე.ი. ნუ ტყუიხარო. რაც შეეხება სიტყვა ,,გურჯს'', მისი მნიშვნელობა არც კი იცი 

 

 

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან

 

 

ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ!

 

 

 ალ. დიუმა


 

ქართველები, ჩვეულებისამებრ, მხნედ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები მიდიოდნენ საომრად.

 

 

თავად ჩინებული მეომარი სეხნია ჩხეიძე არაერთგან აღნიშნავს ქართველთა თვისებას, მძიმე გასაჭირის ჟამს გამხიარულება რომ უყვარდათ. აი, რას წერს ის გიორგი მეფის შესახებ: „იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იტყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის". ქართველთა ერთ-ერთი სარდალი, ლევან ბატონიშვილი კი, მტრის წინააღმდეგ წასული, რუსთაველის ლექსით აგულიანებდა მეომრებს: „უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებან ხმელთა სპანი".

 

 

...მეთაურთა ვაჯაკაცური მაგალითით გამხნევებული რიგითი მეომრები ომში: „მზემან ღუთისამან, ასე მივდიოდით, ვითარცა ქორწილსა შინა წვეულნი ვყოფილიყავით". ქართველთა საარაკო გმირობის ამბავი მალე მთელს ავღანეთს მოედო.

 

 

ავღანელთა მიერ დაბეჩავებული ქირმანის მოსახლეობა ამგვარად გამოხატავდა მადლიერებას ქართველთა მიმართ: „კურთხეულ არს ღმერთი, თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვის გამოგარჩივათო".

 

 

სეხნია ჩხეიძე საოცარი ირონიით აღწერს ბრძოლის წინა ღამეს, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ქართველთა ღამის ყარაულების გადაძახილს: „მოვიდა რისხვა ღუთისა თქვენზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარი კაცის მჭამელნიო. შექნეს თურე ჭმუნვა დიდი, ეს კი არ იცოდნენ, არც ოცი ქართველნი გვახლდა, თითოს ქათმის შეჭმაც არ შეგვეძლო".

 

 

ავღანელებთან შეტაკებებში ქართველთა მხარდამხარ მებრძოლი სპარსელები ხშირად იჩენდნენ სულმოკლეობას და უკან მოუხედავად გარბოდნენ ბრძოლის ველიდან. ამის გამო ბრძოლის მთელი სიმძიმე ქართველების მხრებზე გადადიოდა და ისინიც ვაჟკაცობის და გმირობის საარაკო მაგალითებს უჩვენებდნენ მტერს: „ოთხნი ბელუჭნი წასულ იყო და თხუთმეტი თათარი ცხენ-კეთილი უკან მისდევდა, ეს ოთხი გამოუბრუნდებოდნენ ამ თხუთმეტს გამოიქცევდნენ, ის ქვეითნი მისდევდნენ და ვერა ავნეს რა.

 

 

...ავღანელ მეომართა შორის კი ერთმა გამოთქმამ მოიკიდა ფეხი,- „ავღანელები სპარსელებთან შედარებით, ლომები ვართ, სპარსელები კი ჩვენთან შედარებით - ცხვრები, ხოლო ქართველებთან ცხვრები ვართ, ქართველები კი ლომები არიან ჩვენთან შედარებ

 

 

სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთას" მიხედვით


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016