reportiori.ge - ამბავი დალაქისა და ღმერთისა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 08:14
სხვადასხვა
ამბავი დალაქისა და ღმერთისა...
ავტორი:
11 მაისი, 2015. 05:46



ერთი ადამიანი დალაქთან მივიდა რათა თმა შეეჭრა, მათ დაიწყეს საუბარი და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს.

 

დალაქმა თქვა:

 

- მაინც არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.

 

- რატომ? - ჰკითხა კლიენტმა.

 

- ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს, არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც უშვებს ამ ყველაფერს.

 

კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა. ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა და დალაქს უთხრა:

 

- იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.

 

- როგორ? - გაუკვირდა დალაქს - მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?

 

- არა! - უპასუხა კლიენტმა - ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი როგორიც ის არის, ქუჩაში.

 

- ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.

 

- საქმეც მაგაშია - დაუდასტურა კლიენტმა - მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016