reportiori.ge - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქცია - "ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 08:52
რეგიონები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქცია - "ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" გაიმართა
ავტორი:
11 მაისი, 2015. 12:22


„ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისა და პოპულარიზაციის მიზნით ამ სახელწოდებით  აქცია გაიმართა.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჯერ ურეკში, შემდეგ კი გომის მთაზე  უმასპინძლეს . მთისა და ზღვის კურორტებს კი  ერთმანეთთან მხოლოდ 60 კილომეტრი და დაახლოებით 45-წუთიანი გზა აშორებს.


გომის მთა ზღვის დონიდან 2100-2700  მეტრზე მდებარეობს, გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით, კურორტს  უკვე ათწლეულებია ადგილობრივები სტუმრობენ, თუმცა  წელს ინფრასტრუქრუტული პროექტების განხორციელება  იწყება.   წყალმომარაგება   და  სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროთან ერთად ელექტროენერგიით უზრუნველყოფა-   -   იმისთვის, რომ გომის მთამ მუდმივი დამსვენებლები შეინარჩუნოს და ტურისტების მისაღებადაც მზად იყოს - კურორტის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.


სტუმრები ჯერჯერობით კურორტს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ- თუმცა სამომავლოდ გომის მთა  შესაძლოა, სამთო-სათხილამურო კურორტადაც იქცეს, რადგან თოვლი 8 თვის განმავლობაში არ დნება.


ზღვა, მზე და წვრილი ხავერდოვანი ქვიშა  ურეკს  საუკეთესო დასასვენებელ და სამკურნალო ადგილად აქცევს. ამიტომაც გურიის ამ შავიზღვისპირეთს ზაფხულობით ტურისტები არ აკლია. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016