reportiori.ge - გენიალური მხატვარი და მექსიკის სიმბოლო – ფრიდა კალო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 13:31
სხვადასხვა
გენიალური მხატვარი და მექსიკის სიმბოლო – ფრიდა კალო
ავტორი:
11 მაისი, 2015. 13:41


 

 

 

 

 

დღეს მისი სურათები მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს ამშვენებს, ხოლო აუქციონებზე მილიონობით დოლარად იყიდება.

 

 

 

 


18 წლის ფრიდა საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა - ავტობუსი, რომლითაც მგზავრობდა ტრამვაის შეეჯახა. შედეგად მიიღო ხერხემლის სამმაგი მოტეხილობა, თერთმეტი მოტეხილობა მარჯვენა ფეხზე, დაქუცმაცებული ტერფი, დაემტვრა ნეკნები, ლავიწი და ყველაფერთან ერთად რკინის ნაჭერმა შეუნგრია მუცლის ღრუ და დაუზიანა საშვილოსნო.

 

 

 

 

ექიმებმა საოცრება ჩაიდინეს და გადაარჩინეს, მთელი წელი ორთოპედიულ კორსეტში გაატარა, თუმცა ტკივილები სამუდამოდ დარჩა. წარმოუდგენელი ფიზიკური ტკივილები გენიალურ და ავადმყოფურ ფერწერაში გამოისახა - ერთგვარ ავტობიოგრაფიულ აღსარებად.

 

 

 

 ინვალიდის სავარძელი და თაბაშირი მის მუდმივ თანამგზავრებად იქცნენ. 32 ოპერაცია, საავადმყოფოში გატარებული მტანჯველი თვეები.

 

 

 

 

თუმცა სიცოცხლის სურვილმა გადასძალა. სავარძლით ცდილობდა ვალსი ეცეკვა, თაბაშირზე კი პეპლებს ხატავდა: „სიკვდილს დავცინი, რომ არ წამართვას ის საუკეთესო, რაც ჩემში არის"...

 

 

 


1944 წლიდან სიკვდილამდე (1954 წ.) ფრიდა დღიურს აწარმოებდა. 40 წელი ეს დღიურები მექსიკის ხელისუფლების არქივებში ინახებოდა, ხოლო გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა.

 

 

 


170 გვერდი აკვარელში, ბავშვობის მოგონებები, ჩანაწერები ავადმყოფობაზე და მეუღლისადმი მტანჯველ სიყვარულზე: „ჩემს ცხოვრებაში იყო ორი ავარია: პირველი, როცა ავტობუსი ტრამვაის შეასკდა და მეორე - დიეგო".

 

 

- „დიეგო" - საწყისი, დიეგო - ჩემი შეყვარებული, დიეგო - ჩემი მეუღლე, დიეგო - ჩემი დედა, დიეგო - მე თვითონ, დიეგო - ყველაფერი".

 

 

 


ცნობილი მექსიკელი მაჩოს გულის მოგებას, ფრიდა, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა. დიეგო რივერა 20 წლის უფროსი იყო, მსუქანი და ქალების მოყვარული. მისი საყვარლების სია წარმოუდგენლად გრძელი იყო. მიუხედავად ამისა, ფრიდამ დაიფიცა, რომ აუცილებლად ცოლად გაჰყვებოდა და ვაჟიშვილს გაუჩენდა.

 

 

 



პირველი აღასრულა და წარბებგადახლართულმა ქალმა ცნობილი ფერმწერის გული დაიპყრო.


 

 

 


რაც შეეხება მეორე დანაპირებს, ის აუხდენელ ოცნებად დარჩა: სამი მკვდრადშობილი ბავშვი, საშინელი ავარია, ამით გამოწვეული უმძიმესი დეპრესია და დიეგოს მუდმივი ღალატი. „შევეცადე ჩემი დარდები როგორმე დამეხრჩო, მაგრამ ამ ნაძირლებმა ცურვა ისწავლეს"...


 

 


თავად რივერას უყვარდა თავის წარმოჩენა მსუქან გომბეშოდ, ხელში ვინმეს გულით - რაც უფრო მეტად მიყვარს ქალი, მით მეტად მინდა ტკივილი მივაყენო - ეს მისი საყვარელი გამოთქმა იყო.


ბოლოს და ბოლოს, რივერამ ფრიდას უმცროსი და კრისტინა შეაცდინა და მათი ოჯახიც დაინგრა;

 

 

თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ შეუღლდნენ - დიეგოს გარეშე ცხოვრება ფრიდამ, უბრალოდ, არ იცოდა.


 

 

 თუმცა გულმხურვალე მეუღლე მისგან არ გამოვიდა: ფრიდა ეწეოდა, სვამდა, იგინებოდა, იცვლიდა საყვარლებს, არც ლესბოსურ ურთიერთობებს ერიდებოდა.

 

 

 

 ფრიდას ურთიერთობა ტროცკისთან არ აფიშირდებოდა - 60-იან წლებში კომუნისტი დიეგოს ფერწერა საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო, ამიტომ მის ცოლს აღარავინ იხსენებდა.

 

 

 

 მექსიკაში ყოფნისას ლეგენდარული საბჭოთა სახალხო კომისარი თავდაპირველად რივერას ოჯახს მარქსისტული იდეების გამო დაუახლოვდა, მაგრამ მალე ფრიდას გამო ლამის ჭკუიდან შეიშალა.


 

 

 

 „შენ მე ახალგაზრდობა დამიბრუნე, და ჭკუა-გონება დამიბნელე. შენს გვერდით 17 წლის ბიჭი მგონია თავი" - წერდა ტროცკი ერთ-ერთ სასიყვარულო წერილში.

 

 

 

 რივერამ, მოულოდნელად, ძალიან იეჭვიანა და რომ არა რამონ მერკადერის  წერაყინი, ალბათ თავად მოუღებდა ბოლოს ტროცკის.

 

 

 



ფრიდას ავადმყოფობა პროგრესირებდა. მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე მხატვარი სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს და დარბაზში საკაცეთი შეიყვანეს, მომღიმარი, თმებში ყვავილით და ხელში სიგარეტით.

 

 

 



ეს სურათი ფრიდამ სიკვდილამდე რვა დღით ადრე დახატა - „გაუმარჯოს სიცოცხლეს". საზამთროს უკვე მწოლიარე ხატავდა, ფეხმოჭრილი. ნახატზე მიაწერა: „მხიარულად ველოდები წასვლას და იმედია აღარასდროს დავბრუნდები. ფრიდა".-1954 წლის 13  ივლისს ფრიდა კალო გარდაიცვალა.

 

 

 


ფრიდას დღიურში უკეთესი გამონათქვამებიც არის, ერთი მათგანი კი ალბათ ყველასთვის ლოზუნგად უნდა იქცეს: „იმედის ხეო,მედგრად!"

სტანისლავ სადალსკი





სპეციალურად საიტისთვის

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016