reportiori.ge - რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:49
სამართალი
რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ
ავტორი:
22 ივლისი, 2013. 20:24

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე 15-15 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებულების ადვოკატებმა დადებითად შეაფასეს. როგორც რევაზ კარალიძის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, გირაოს გადახდის ვადად სასამართლომ 10 დღე განსაზღვრა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ისევე, როგორც მეორე ბრალდებული, პატიმრობიდან გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდებიან. მანამდე კი ბრალდებულებს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. ავთანდილ ცეცხლაძის ადვოკატის, ვლადიმერ ტაბაღუას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, რადგან ბრალდების მხარემ ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. პროკურატურა, სასამართლო პროცესზე, რევაზ კარალიძისა და ავთანდილ ცეცხლაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატები კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ორივე ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 000 კვადრატული ფართობის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობების დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენების დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 120 000 ლარი მოითხოვა. გამოძიების ინფორმაციით, კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა, შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ 30 000 ლარი გამოართვეს, რა დროსაც ისინი დააკავეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016