კულტურა
გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტს ესწრება
ავტორი: სოფო როშნიაშვილი
23 ოქტომბერი, 2013. 12:37
ვარშავაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტს ესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, გურამ ოდიშარია განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრო „მშვიდობის კონცერტს", რომელიც გალერეაში „PORCZYNSKICH" გაიმართა. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ახალგაზრდა ლიტველი ნიჭიერი შემსრულებლების სოლო საფორტეპიანო კონცერტი „PIANO FOR PEACE" კულტურის მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მშვიდობის კონცერტს EMMA და შოპენის სახელობის ინსტიტუტი წარმოადგენს. საქართველოს დელეგაციასთან ერთად სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და მრჩეველი ლალი ლომსაძე დაესწრნენ.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50