reportiori.ge - ორი ქართველი – გენერალისიმუსი სტალინი და ჯარისკაცი ქანთარია, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ორი ქართველი – გენერალისიმუსი სტალინი და ჯარისკაცი ქანთარია, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს!
ავტორი:
12 მაისი, 2015. 15:17




კონფუცი ამბობს – რაც უფრო ვშორდებით ნაპირს, მით უფრო ვუახლოვდებით მას! გორელ სოსელოს – პროლეტარიატის დიდ ბელადსა და გენერალისიმუსს, ზუსტად შეესატყვისება კონფუცის სიბრძნე – რაც უფრო ვშორდებით სტალინს, მით უფრო ვუახლოვდებით მას! დრო მიდის, ამ უთავბოლო და უსამართლო წუთისოფელში ერთმანეთის მიყოლებით იჩეკებიან ან მიწაზე ენარცხებიან დიდი და პატარა დიქტატორები, დემოკრატიის მანტიაში გახვეული სამხედრო დამნაშავეები თუ მორალისტი და კანონმდებელი კონჩიტები, მაგრამ სტალინი დგას განყენებულად, როგორც თვალშეუდგამი კოლოსი ან ხეოფსის პირამიდა, რომლის საიდუმლოც ვერავინ და ვერაფერმა ამოხსნა!

 

დღევანდელი ჩვენი ხელისუფლებისა და, მით უფრო, შევარდნაძე-სააკაშვილის მუცელ-ღმერთი მინისტრების რწმენით თუ განვსჯით, მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი და უძლიერესი იმპერიის შემქმნელი – სტალინი შეურაცხადი და „მამალი გიჟი“ გამოდის, რადგან მას ხალხის ანაბრები არ მოუპარავს, რათა მერე, მამუკა ხაზარაძის მსგავსად, „თიბისი ბანკი“ გაეხსნა და არც საქართველოს სტრატეგიული სიმდიდრეები მიუყიდია თურქებისა და არაბებისთვის! ცნობილია, რომ გარდაცვალების შემდეგ, როცა სტალინის მთელი ავლადიდება აღწერეს და აზომ-აწონეს, სტატისტებს ხელში შერჩათ მხოლოდ ორიოდე კიტელი, რამდენიმე ხელი თეთრეული და ყოველდღიური მოხმარების პირადი ნივთები!

 

იმ ცხოვრებით, რომლითაც სტალინმა იცხოვრა, ან ასკეტები, ანდა გენიოსები ცხოვრობენ!

 

1770 წლის 20 აპრილიდან მოყოლებული, როცა სახელოვანმა მეფე ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში ლეკების ბელადს – მალაჩილას თავი წააგდებინა, 1945 წლის 9 მაისამდე, ქართველ კაცს გამარჯვების გემო დავიწყებული ჰქონდა.

 

ასპინძის ბრძოლიდან 175 წლის შემდეგ, სწორედ ორმა ქართველმა – გენერალისიმუსმა სტალინმა და რიგითმა მელიტონ ქანთარიამ შეცვალეს მსოფლიო და გაახსენეს და განაცდევინეს საქართველოს გამარჯვების სიამე!

 

ფრანგ ერს ნაპოლეონმა თითქმის გენოციდი მოუწყო; მილიონები შეეწირა ტანმოკლე კორსიკელი გენიოსის ოცნებას, შეექმნა მსოფლიო იმპერია, მაგრამ მისი მცდელობა ამაო გამოდგა და ნაპოლეონი დამარცხდა!

 

რას არ უწოდებდნენ მას – „დიქტატორს“, „კორსიკელ ურჩხულს“, „ფრანგი ახალგაზრდების მკვლელს“, მაგრამ დიდმა ფრანგმა ერმა მიუხედავად ყველაფრისა, სწორუპოვარი მავზოლეუმი აუგო ნაპოლეონის გაცივებულ და ხორცისაგან განძარცვულ ძვლებს; დღეს მილიონობით ადამიანი ნახულობს ნაპოლეონის საფლავს და ათეული მილიონებით ივსება საფრანგეთის ბიუჯეტი!

 

აწყენდა გაღლეტილ და ნოდარ ხადურის იმედად დარჩენილ ბიუჯეტს „ფრანგული გამოცდილების“ გაზიარება? იქნებ ვინმეს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ნაპოლეონი თავისი ომებითა და სახელმწიფო მოღვაწეობით სტალინზე დიდი იყო?!

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რამზეს მეორეც, ალექსანდრე მაკედონელიც, ჰანიბალიც, გაიუს მარიუსიც, გაიუს იულიუს ცეზარიც, ატილაც, იუსტინიანე დიდიც, ჩინგიზ-ხანიც, თემურ-ლენგიც, ფრიდრიხ დიდიც, ჯორჯ ვაშინგტონიც, ნაპოლეონიც და ჰიტლერიც მინიატურული პაიკები არიან სტალინთან შედარებით, რომლებიც ბელადის კიტელის ერთი ჯიბეშიც კი თავისუფლად მოთავსდებიან!

 

საქართველოს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავისი უდიადესი შვილების საფლავები დაკარგული აქვს!

 

ჩვენ არ ვიცით რუსთაველის საფლავი!

 

ჩვენ არ ვიცით თამარ მეფის საფლავი!

 

ჩვენ არ ვიცით, სად განისვენებს დავით აღმაშენებლის ძვლები, რადგან ის წმინდა სამარე გელათის კარიბჭესთან ჯერ კიდევ 100 წლის წინათ გათხარეს და ცარიელი აღმოჩნდა!

 

ჩვენ ვიცით, სადაც არის სტალინის საფლავი, მაგრამ ჩვენივ უჭკუობის, უთავბოლობისა და სიმჩატის წყალობით, უარი ვუთხარით როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი ბელადის სახელს!

 

ვნახოთ, რას მოუტანს საქართველოს ხელისუფლებებს იმ კაცის სახელთან ჭიდაობა, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა მთელი მსოფლიო!

 

 

 

დიტო ჩუბინიძე

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016