მსოფლიო
მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა
ავტორი: თამარ ბატიაშვილი
23 ოქტომბერი, 2013. 14:06
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ „Save the Children" ჩაატარა, მსოფლიოში „უპრეცედენტო" პროგრესია მიღწეული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაში.
ანგარიშში 75 ქვეყანაა მიმოხილული და წერია, რომ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 1990 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში 12 მილიონიდან 6,6 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, მსოფლიო კვლავაც შორს არის გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნისგან, რაც 2015 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობის ორი მესამედით შემცირებას გულისხმობს.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე „გამაოგნებელ" შედეგს მიაღწია აფრიკის ქვეყანა ნიგერმა, სადაც 1990 წლის შემდეგ, გვალვებისა და რესურსების მუდმივი დეფიციტის მიუხედავად, ბავშვთა სიკვდილიანობაა ორჯერ და მეტად შემცირდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40