reportiori.ge - ზვიად ძიძიგური: სააკაშვილმა ქვეყანაში შიში და ტერორი შემოიტანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:14
პოლიტიკა
ზვიად ძიძიგური: სააკაშვილმა ქვეყანაში შიში და ტერორი შემოიტანა
23 ოქტომბერი, 2013. 15:56

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო მშვიდობა ყოფილიყო."_ ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


„რეპორტიორი"  საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურს დაუკავშირდა.ძიძიგურის  განცხადებით  სააკაშვილმა არა სამოქალაქო მშვიდობა, არამედ ტერორი და ძალადობა დანერგა ქვეყანაში და რომ ის აკონტროლებდა  უკლებლივ ყველას და ყველაფერს და იყენებდა საკუთარი კეთილდღეობისთვის თუნდაც არჩევნებზე.

„სააკაშვილმა ქვეყანაში შემოიტანა არა სამოქალაქო მშვიდობა, არამედ შიში, ტერორი, ძალადობა მოსახლეობაზე. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ჰყავდათ ყველა და ყველაფერი, დაწყებული განათლების მუშაკებიდან რომლებსაც არჩევნებში იყენებდნენ, დამთავრებული ბიზნესმენებით რომელებსაც ფულს ართმევდნენ და კუთვნილ ქონებაზე უარს აცხადებინებდნენ, პოლიცია და უშიშროება გადააქცია ქართველი ხალხის დაშინებისა და დევნის სტრუქტურად! ეს ყველაფერი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული ცხოვრების წესი 9 წლის მანძილზე და მათი ხელისუფლება ამგვარად მართავდა ქვეყანას! ციხეები ამიტომ აივსო პატიმრებით და ამ ფაქტმა მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ასეთი რაოდენობის პატიმარი არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰყოლია! ეს იყო სააკაშვილისეული ქვეყნის მართვის სტილი და იმედი მაქვს ჩვენი ქვეყანა მსგავს მართვის სტილს აღარ გაიზიარებს."


 ძვიად ძიძიგური თვლის, რომ სააკაშვილი ამ და სხვა მსგავსი განცხადებებით ცდილობს საკუთარი თავის კარგად დამახსოვრებას ქართველი ხალხისთვის და რომ ეს უშედეგო მცდელობაა მისი მხრიდან.


„ასეთი საუბრით სააკაშვილს უნდა კარგი მოგონებების დატოვება ქართველი ხალხისთვის საკუთარ პერსონასთან, რომელიც არ გამოუვა იმ მმართველობის სტილის შემდეგ, რომელიც მან დაამკვიდრა ქვეყანაში და ყველა არაჩვეულებრივად ვიცნობთ მმართველობის მისეულ სტილს! ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ამ ეტაპზე საკუთარი თავის კარგად წარმოჩინება არის სრულიად შეუძლებელი! 5 დღე დარჩა და აუცილებელია მაინც მშვიდობიანი გაცილება სააკაშვილის, ამის  შემდეგ კიდევ უფრო კარგად დაინახავს ქართველი ხალხი რას ნიშნავს მშვიდობიანი და დემოკრატიული მართვის სტილი და ისინი დარწმუნდებიან, რომ დემოკრატიული მმართველობის სიკეთე არის გაცილებით უფრო სწორი და მართალი სიკეთე,ვიდრე სააკაშვილისეული ძალადობის და ტერორის მართვის სტილი. მთავარი ბედნიერება საზოგადოების არის, რომ საზოგადოება იმართებოდეს სწორი პრინციპებით და დემოკრატიული მიდგომებით."


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016