"რეპორტიორის" თვალით...
კლინიკა „ES DENT“-მა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა
13 მაისი, 2015. 18:46
თბილისში, პეკინის 6ა-ში მდებარე სტომატოლოგიურმა კლინიკა „ES DENT"-მა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს სტომატოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ და სამომავლო მკურნალობისთვის 50 %-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცათ.
როგორც „ES DENT" -ის დირექტორი სოსო გოგინაშვილი აცხადებს, კლინიკა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხშირად ატარებს და მიმართულია საზოგადოების გარკვეული წრეების დახმარებისკენ.
დღევანდელი საქველმოქმედო აქციის თანაორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილები" და საქველმოქმედო ფონდი „თაობათა ერთობა".
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24