რეგიონები
ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები იდენტიფიცირებულია
13 მაისი, 2015. 23:14
ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები იდენტიფიცირებულია.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრი გარდაცვლილი ბავშვების დე-ენ-ემის პასუხები გახდა ცნობილი. ბავშვების ცხედრები ამ დრომდე რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. ამ ეტაპზე უცნობია ბავშვებს სახლებში გადაასვენებენ თუ დაკრძალვამდე ტაძარში დატოვებენ.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო "არმაზი" 10 ივნისს, გამთენიისას დაიწვა. სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, "სიხარული 2"-ის წევრები იმყოფებოდნენ. ხანძრის დროს სასტუმროს ნომერში მყოფი სამი მოზარდი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57