რეგიონები
აფხაზეთის დეფაქტო შს მინისტრი, რაულ ლოლუა გადადგა
13 მაისი, 2015. 23:16
აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო შს მინისტრი რაულ ლოლუა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია მან რუსულ სააგენტო "ტასს" დაუდასტურა. ლოლუას გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ის ამ თანამდებობაზე 2014 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის დიმიტრი დბარის გადადგომის შესახებაც. მიზეზი ინციდენტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღნიშნული სამმართველოს თანამშრომლებსა და დაცვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს შორის მოხდა. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ინციდენტის დროს ამ უწყებების თანამშრომლები სერიოზულად დაშავდნენ, რომელთაგან ზოგი რეანიმაციულ განყოფილებაშიც მოხვდა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57