H ჯგუფი
„მილანი"-„ბარსელონა" 1:1
ჩემი აზრით „მილანმა" ერთი ქულა მოიპოვა, „ბარსელონამ" კი 2 ქულა დაკარგა. მთლიანობაში თანაბარი თამაში გამოვიდა და ორივე გუნდი ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატია.
სელტიკი"-„აიაქსი"
მიუხედავად ჰოლანდიელთა სათამაშო უპირატესობისა (ბურთის ფლობა 69%-31%) გოლები მათ კარში გავიდა. მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაქვითა „აიაქსმა" ერთი ბურთი. ეს ორი გუნდი ევროპის ლიგის საგზურისთვისი იბრძვის და ჯერ ყველაფერი წინაა.
G ჯგუფი
მადრიდის „ატლეტიკომ" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა ავსტრიელებს და სავარაუდოდ ჯგუფიდან გასვლაც არ გაუჭირდება.
„ზენიტმა" კაცნაკლულ „პორტოს" შეხვედრის მიწურულს, შეცვლაზე შემოსული კერჟაკოვის გოლით აჯობა და თუ მომდევნო შეხვედრაშიც, სადაც თავად უმასპინძლებს პორტუგალიურ გრანდს, იმარჯვებს, ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ვინაობაც გაირკვევა.
F ჯგუფი
დორტმუნდის „ბორუსიამ" დისკვალიფიცირებული მწვრთნელის, იურგენ კლოპის გარეშეც მოახერხა გამარჯვება, თან სტუმრად და თან ლონდონის „არსენალთან". ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, გერმანელებმა შეხვედრის მიწურულს ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს და ლევანდოვსკიმ უზუსტესი დარტყმით თავის გუნდს მოაგებინა და ლონდონელთა მწვრთნელს არსენ ვენგერს იუბილე ჩაუმწარა.
როგორც მოსალოდნელი იყო რაფაელ ბენიტესის „ნაპოლიმ" მარსელში მასპინძლებს სძლია და ახლა ამ ჯგუფში სამი გუნდი ყველაფერს თავიდან დაიწყებს; ოდნავ უკეთესი შანსები გერმანელებს აქვთ, რომლებიც ორივე კონკურენტს შინ შეხვდებიან.
E ჯგუფი
„ჩელსიმ" ძალების დაზოგვით, თუმცა ეფექტურად იმარჯვა გელზენკირხენში, კლუბის მაისურით თავის მე-100 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა ტრავმამოშუშებულმა ფერნანდო ტორესმა, ერთიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ედენ აზარიმ შეაგდო.
ბუქარესტში შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე „ბაზელი" იგებდა და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შენსებსაც იღებდა, თუმცა ლეანდრო ტატუს გოლმა შვეიცარიელები ძალიან უკან დასწია და ახლა მხოლოდ ევროპის ლიგაზე თუ იოცნებებენ.