სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს თქმით, განსაცდელი გაივლის და ღმერთი მოწყალე თვალით გადმოგვხედავს.
„მე მინდა, მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ არ გაუტყდეს გული, მე ასევე მინდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ. აუცილებლად უნდა ვიშრომოთ, აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. შური არ უნდა ვიძიოთ. შურს ვინც იძიებს, იმის ცხოვრება ცუდად მთავრდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ამას ამბობს დიდი მღვდელმთვარი ბასილი დიდი, რომ ბოროტებით ბოროტება არ იკურნება. ბოროტება იკურნება სიყვარულით და კეთილი საქმეებით. ერთმანეთს გავუკეთოთ კარგი და ის სიკეთე, რასაც სხვას გაუკეთებ, შეიძლება ღირსიც არ არის ის იმ სიკეთისა, მაგრამ ათმაგად შენ დაგიბრუნდება, ასე რომ, გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ადამიანი, გვიყვარდეს ერთმანეთი", - ბრძანა პატრიარქმა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში."
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)