1. როდესაც აცხადებ, რას გეგმავ, წარუმატებლობის შანსი იზრდება
ეს ცრურწმენა გგონიათ? ძალიან ცდებით, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. როდესაც ადამიანი სხვებს უყვება, რას აპირებს, ამ გზით თვითიდენტიფიცირების დაკმაყოფილება ხდება და ადამიანი მოტივაციას კარგავს. როდესაც ადამიანი საუბრობს საკუთარ განზრახვებზე, ამ დროს ტვინი კმაყოფილდება და აღარ აქვს მოქმედების მოთხოვნილება. ფსიქოლოგებმა კვლევაც კი ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ გეგმებს, გაცილებით უფრო ხშირად აღწევდნენ მიზანს, ვიდრე ისინი, ვინც ამ იდეებს სხვებს უზიარებდნენ. ასე რომ, ჩუმჩუმელა ადამიანების წარმატებები ნუღარ გაგიკვირდებათ.
2. ჭკვიან ადამიანებს ეჭვი ეპარებათ საკუთარ ცოდნაში, მაშინ როცა უვიცები დარწმუნებულები არიან
ეს დანინგ კრუგერის ეფექტია. გაუნათლებელი ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ მიღებული, დარწმუნებულნი არიან, რომ არ ცდებიან, მაშინ როცა განათლებულ ადამიანებს მუდამ ეჭვი ეპარებათ თავიანთ სიმართლეში. ეს უამრავი ექსპერიმენტით დადასტურდა.
3. ადამიანი უცხო ენაზე გაცილებით უფრო ჭკვიანურად აზროვნებს
გადაწყვეტილებები გაცილებით რაციონალურია, როცა მათ შესახებ აზრს სხვა ენაზე აყალიბებთ გონებაში. ეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენეს. ექსპერიმენტში კორეელებმა მიიღეს მონაწილეობა. სხვა ენაზე მიღებული გადაწყვეტილებები გაცილებით უფრო ობიექტური აღმოჩნდა, შემცირდა ტენდენციურობის ხარისხიც და ზოგადად, გაკეთდა დასკვნა, რომ ადამიანები გაცილებით უფრო რაციონალურად აზროვნებენ, როცა აზროვნებენ სხვა ენაზე.
4. თქვენი საყვარელი მუსიკა იმიტომ არის საყვარელი მუსიკა, რომ ტვინი მას თქვენი ცხოვრების რომელიღაც ემოციურ მომენტთან აკავშირებს
ამაზეც უამრავი კვლევა ჩატარდა, ძირითად შემთხვევაში მუსიკა იმის მიხედვით მოსწონს ან არ მოსწონს ადამიანს, თუ რა ასოციაციები უჩნდება მას ამ მუსიკასთან დაკავშირებით, რამდენად აკავშირებს ის ამ მუსიკას ცხოვრებისეულ ემოციურ მომენტებთან.
5. მუსიკა იმხელა გავლენას ახდენს თქვენს აღქმაზე, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ ის, რაც არ არის
ამას ალბათ ბევრი მტკიცება არ სჭირდება, თუმცა მეცნიერები მაინც შეეცადნენ. კვლევებმა აჩვენეს რომ მუსიკას შეუძლია, მთლიანად შეცვალოს ჩვენი აღქმა და სხვანაირად დაგვანახოს რეალობა. ჩვენ ყველა ვიცით, როგორ მოქმედებს მუსიკა განწყობაზე, აღქმა კი მთლიანად განწყობაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანები, უფრო ხშირად ამჩნევენ ბედნიერ სახეებს და გაცილებით ბედნიერი ეჩვენებათ ყველა, როცა თავად არიან ბედნიერები, მაშინ როცა სევდიან და დეპრესიაში მყოფ ადამიანს მომღიმარი სახეების შემჩნევა უჭირს და გაცილებით მუქ ფერებში აღიქვამს სამყაროს. ექსპერიმენტის დროს მხიარული მუსიკის მოსმენისას ადამიანებმა მოწყენილი ღიმილებიც კი მხიარულად აღიქვეს, მაშინ როცა სევდიანი სიმღერის მოსმენისას, მხოლოდ მოწყენილებს ხედავდნენ, როცა იქ უფრო მეტი მხიარული ღიმილები იყო.
რეალობის აღქმა ხდება შემდეგნაირად - მიღებულ ინფორმაციას ტვინი ადარებს იმ ინფორმაციას, რაც მას აქამდე მიუღია და მათი სინთეზის შედეგად აღიქვამს რეალობას. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ აღქმაზე მოქმდებს განწყობაც, იგი ქმნის გარკვეულ მოლოდინს და ეს მოლოდინი ახდენს გავლენას აღქმაზეც.
6. რაც უფრო მეტს ახარჯავს ადამიანი სხვებს, მით უფრო მეტად ბედნიერია
თურმე ბედნიერებაც ღირს ფული. ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანი, რომელიც სხვებს ახარჯავს ფულს, გაცილებით უფრო ბედნიერია, ვიდრე ის, ვისაც ახარჯავენ. ასე რომ, ნუ დაინანებთ ფულს საჩუქრებში, თქვენ საკუთარ ბედნიერებას ყიდულობთ ასე.
7. მოგონებების შეძენაში ფულის დახარჯვა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ნივთების შეძენა
დახარჯეთ თავგადასავლებზე, ემოციებზე, ახალი გამოცდილების მიღებაზე, თურმე ეს უფრო ხანგრძლივ ბედნიერებას გპირდებათ, ვიდრე შეძენილი ნივთებია.
6. თანამედროვე ბავშვები უფრო მეტად დაძაბულები არიან, ვიდრე საშუალო ფსიქიატრის საშუალოდ დაავადებული პაციენტი 1950 წელს
საშინლად ჟღერს, მაგრამ რა გიკვირთ, კაცობრიობის ნახევარზე მეტი ნევროზით, დეპრესიით, პარანოიით და ათასგვარი დაავადებით იტანჯება, თუმცა მკურნალობის საჭიროებას ზოგი ვერც გრძნობს.
7. ზოგიერთი რელიგიური პრაქტიკა სტრესს ამცირებს
ადამიანები, რომლებიც მუდმივად ეწევიან მედიტაციას ან ლოცულობენ, ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და ნევროზისკენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ რელიგიურ ადამიანებს შორის, ისეთები, რომლებიც რელიგიით უტილიტარისტული მიზნებით არიან დაკავებული, პირიქით ფსიქიური დაავადებების რისკის ქვეშ უფრო მეტად დგანენ ვიდრე არარელიგიური ადამიანები.
8. 18-დან 33 წლამდე ასაკი ყველაზე რთული ასაკია
კვლევებმა აჩვენეს, 18-დან 33-წლამდე ასაკის ადამიანები ყველაზე უბედურად გრძნობენ თავს დედამიწის ზურგზე. ამ ასაკში ყველაზე დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება ადამიანი.
10. თუკი თავს დაარწმუნებთ, რომ კარგად გეძინათ, ტვინი უკეთესად აზროვნებას იწყებს
ამას პლაცებოს ძილს ეძახიან. კვლევაში მონაწილეთა ნაწილი დაარწმუნეს იმაში, რომ მათ საკმარისად ეძინათ იმისთვის, რომ ტესტი ეწერათ, ნაწილი კი დაარწმუნეს, რომ მათ საკმარისად არ ეძინათ. მათ, ვინც დარწმუნებული იყვნენ, რომ ძილი ეყოთ, გაცილებით უფრო მაღალი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ფიქრობდა, რომ საკმარისად დასვენებული არ იყო. ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ საკმარისად დასვენებულები (თუნდაც ასე არ იყოს) არიან, გაცილებით უკეთ აკეთებენ ყველაფერს, ვიდრე ისინი, ვინც ფიქრობს რომ დასვენება სჭირდება. ასე რომ ეგებ შეწყვიტოთ გამუდმებით იმაზე ლაპარაკი, რომ დაიღალეთ?
11. როდესაც ძველ ამბავს იხსენებთ, თქვენ იხსენებთ, ბოლოს როდის გაიხსენეთ იგი
დიახ, დიახ... წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით გაწვდით ამ ინფორმაციას, ყოველ ჯერზე ახალ ფილტრში გატარებულს და გარდაქმნილს. როდესაც ძველ ამბავს იხსენებთ, თქვენ იხსენებთ, ბოლოს როდის გაიხსენეთ იგი. ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ტვინი მოგონებას ყოველი ახალი გახსენებისას უფრო და უფრო მეტად ამახინჯებს და უფრო მეტიც, აშკარად ურთავს იმ მოგონების ადგილის, გარემოს ელემენტებსაც, სადაც უკანასკნელად გაიხსენა იგი.
13. ბედნიერება გადამდებია, სამწუხაროდ, სტრესიც...
თუკი ცუდად ხართ და ვერ ხვდებით რატომ, დროა, კომპანიონები გამოიცვალოთ. ფსიქოლოგებმა კვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ უბედური ადამიანის გვერდით ადამიანს ემართება სტრესი და თუ ეს ადამიანი ახლობელია, სტრესიც იზრდება. თქვენ წარმოიდგინეთ, დეპრესიულ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს ჯანრმთელობაზეც კი აისახება, ამ დროს ორგანიზმში იმუნიტეტის დონე მცირდება და არც ისე სასიკეთო ცვლილებები ხდება. გადამდებია ბედნიერებაც. მაგალითად, ბედნიერი ადამიანის მეუღლეს 80 პროცენტით მეტი აქვს შანსი იყოს ბედნიერი, მეზობელს - 34-ით, მეგობარს კი 25-ით. გამოდის, რომ ბედნიერება გაზიარებით კი არ მცირდება,, პირიქით მრავლდება! გაიზიარე ბედნიერება!
წყარო: dare.ge