reportiori.ge - ლია ელიავა: ლარის მდგომარეობა ეროვნული ბანკის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
ეკონომიკა
ლია ელიავა: ლარის მდგომარეობა ეროვნული ბანკის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგია
ავტორი:
15 მაისი, 2015. 10:45


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ლარის კურთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან დროული რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული, მასზე რეაგირება კი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია.


 

„ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩაიხედოს და რაღაც კორექტივები შეიტანოს, ეს არის პარლამენტი. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არ გვაქვს პასუხები, ეროვნული ბანკი არ გვპასუხობს. ამიტომ უნდა იმუშაოს პარლამენტის კომისიამ და დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე. ქვეყანა იღუპება, შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, ხალხის უკმაყოფილება ბუნებრივია, ინფლაცია იზრდება, შემოსავლები მცირდება, ქვეყანა ღატაკდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, ვინც ამ საქმიანობასთან ახლოს დგას, ვინც ხმას არ იღებს, ვინც ჩათრეულია, ყველამ უნდა აგოს პასუხი", - განუცხადა „ალიას" ელიავამ.

 

 

წყარო: გაზეთი „ალია"

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016