reportiori.ge - 15 მაისს ლია სტურუას დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:34
კულტურა
15 მაისს ლია სტურუას დაბადების დღეა
15 მაისი, 2015. 11:16


ცნობილი ქართველი პოეტი ლია სტურუა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში, ექიმების ოჯახში დაიბადა.



1957 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. მამამ საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა, მაგრამ ლიამ გამოიტანა და უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შეიტანა.



პოეტი იხსენებს: ეს საქციელი იმ დროისთვის არნახული სითამამე და თვითნებობა იყო. ძალიან გამიბრაზდა მამა. როგორც ჩანს, საქართველოში, მეტ - ნაკლებად, ყოველთვის საჭირო იყო, თუნდაც მედალოსნისთვის „ხელის წაკვრა", ნაცნობობა. მე, რა თქმა უნდა, ეს აზრადაც არ მომსვლია. მედალოსნების გასაუბრებაზე ენათმეცნიერ - პროფესორ ივანე გიგინეიშვილთან მოვხვდი. მიუხედავად აბიტურიენტების გაფრთხილებისა, რომ იგი ძალიან მკაცრია, ბევრი ვისაუბრეთ მე და ბატონმა ვანომ. აშკარად შევატყვე სიმპათიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ. მერე თავისუფალი თემაც დავწერე და, კმაყოფილი დავბრუნდი სახლში, მაგრამ მიღებულთა სიაში ჩემი სახელი არ აღმოჩნდა. ნაწყენი კი არა, გაოგნებული დავრჩი. მამაჩემი ზეიმობდა. რამდენიმე დღის მერე დამატებითი სია გამოქვეყნდა, სადაც ჩემი გვარიც იყო. ყველაფერი გაირკვა. თურმე, არავის არ ცხელოდა „უპატრონო" აბიტურიენტისთვის, ადგილები განაწილდა და გათავდა. ბატონ ვანო გიგინეიშვილს რომ არ ეთქვა: „ამ თემის დამწერს თუ არ მიიღებთ, ჩემი ფეხი აღარ იქნება მისაღებ გამოცდებზეო", ჩემს მედლიან, თემიან, საკუთარი თავის რწმენიანად გარეთ ვრჩებოდი".



სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში." მუშაობდა უნივერსიტეტში - კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.



პირველი წიგნი, ლექსების კრებული ხეები ქალაქში" 1962 წელს გამოსცა. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული - ბედნიერი სიჩუმე", „რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები.



1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.



ლია სტურუა გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016