ნახევარ საუკუნეზე მეტია ჰოლივუდელი ვარსკვლავის მერილინ მონროს გარდაცვალების დეტალები საიდუმლოდ რჩებოდა.
გამოთქმული იყო სხვადასხვა ვერსია - სუიციდით დაწყებული და განზრახ მკვლელობით დასრულებული. ახლა კი ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 53 წლის შემდეგ, ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორები მერილინ მონროს გარდაცვალებაში მის მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.
ფილმში: „The Last Hours of Marilyn Monroe " ნათქვამია, რომ ექიმმა მსახიობს ძილის წამლების მთელი კომპლექტი გამოუწერა. ასე რომ, მონრო ექიმების გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა.
მერილინ მონრო საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი 1962 წლის 5 აგვისტოს იპოვეს. მის გვერდით წამლების ცარიელი შეკვრები აღმოაჩინეს. ვარსკვლავის გარდაცვალების ძირითად ვერსიებს შორის თვითმკვლელობა სახელდება.
წყარო - kvira.ge