reportiori.ge - რას ნიშნავს ნახატები, რომელთაც გაუცნობიერებლად ვხატავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 13:34
სხვადასხვა
რას ნიშნავს ნახატები, რომელთაც გაუცნობიერებლად ვხატავთ
ავტორი:
15 მაისი, 2015. 17:46


სატელეფონო საუბრებისას, ხშირად, გაუცნობიერებლად რაღაცებს ვხატავთ ქაღალდზე. თურმე ამ ნახატებს, ავტორზე, უფრო მეტის თქმა შეუძლიათ, ვიდრე წარმოგვიდგენია.


ADME.ru მოგიყვებათ რას ნიშნავს თქვენი უნებლიე ნახატები.



ადამიანის ფიგურები

 

თუ ეს პატარა ადამიანებია, ეტყობა უსუსურობის გრძნობა დაგეუფლათ, ან რაღაც ვალდებულების არიდებას ცდილობთ. თუ ადამიანის ფიგურას სქემატურად ხაზავთ, ეს თქვენს არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს.



ხელმოწერა

 

მსგავსადიქცევიან ეგოცენტრული და პატივმოყვარე ადამიანები. საუბრისას, მექანიკურად, ხშირი ხელმოწერა, საკუთარ პერსონაზე ზედმეტად შეყვარებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.



კვადრატები, რომბები და სხვა გეომეტრიული ფიგურები

 

თქვენ გამოკვეთილი მიზნები და შეხედულებები გაქვთ, საკუთარ აზრს არასდროს მალავთ, მუდამ მიზანმიმართული და შემტევი პოზიცია გიკავიათ. როგორც წესი, დაკვირვებული და ფრთხილი ხართ, დროა ვითარებას უფრო მარტივად შეხედოთ.



წრეები

 

ერთმანეთზე გადაბმული წრეები, იმის ნიშანია, რომ რაღაცასთან ან ვინმესთან შეერთება- შერწყმაზე ფიქრობთ; თავს ეულად და მარტოსულად გრძნობთ, გაკლიათ მეგობრული ყურადღება.



ცხოველები

 

თქვენი დღევანდელი ემოციები, შესაძლოა, დამოკიდებულია იმ ცხოველზე, რომელმაც თქვენს ქაღალდზე დაიდო ბინა. თუ ეს მგელი ან ვეფხვია, - თქვენში აგრესიას დაუბუდებია; თუ მელია - რაღაც ეშმაკური ჩაგიფიქრებიათ; კურდღელი ან ციყვი - მოვლა და დაცვა გჭირდებათ; ლომი - სხვებზე უპირატესობის მანიშნებელია;



სპირალი, ოვალური ხაზები

 

სხვისი პრობლემები ნაკლებად გაღელვებთ ან საერთოდ არ გაინტერესებთ. შესაძლოა, მსუბუქი ემოციური კრიზისიც გქონდეთ. ახლა საკუთარ ქცევას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ უმიზეზოდ არ გაბრაზდეთ და გარშემომყოფთ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ.



ისრები

 

ეს ის ვექტორია, რომელზეც ორიენტირებული ხართ; თუ ისარი ზევით არის მიმართული - ორიენტაცია სხვაზე გაქვთ; თუ ქვევით - საკუთარ თავზე; მარცხნივ - წარსულში იყურებით; მარჯვნივ - მომავლის იმედი გაქვთ.



ვარსკვლავები

 

გინდათ ყურადღების ცენტრში იყოთ, თქვენთვის მიშვნელოვანია, რომ მუდმივად გამჩნევდნენ, მაგრამ თუ თქვენს ვარსკვლავს ბევრი ქიმი აქვს - ეს დეპრესიულობის მანიშნებელია.



ყვავილები, მზე, ღრუბლები


ყვავილები და მზე - იმის ნიშანია, რომ სატელეფონო საუბრით კმაყოფილი ხართ, უსმენთ და პარალელურად უკვე ოცნებობთ რაღაც კარგზე და სასიამოვნოზე. ასეთი ნახატები თქვენი ოპტიმისტური განწყობის და სულიერი სიმშვიდის გამოხატულებაა.



ჯვრები

 

შესაძლოა, ვინმე ახლობლის მიმართ დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ, ან არის რაღაც პრობლემა, რომელზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი.



სახლები და კოლოფები

 

სიმეტრიული ფორმები ნიშნავს, რომ წესრიგის მოყვარული ხართ, გიყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა. თქვენს გარემოცვას ასეთი ნახატი ეუბნება: „ჩემი გაცურება არც ისე იოლია, ზუსტად ვიცი რაც მინდა და ბოლომდე მტკიცედ დავიცავ ჩემს პოზიციას".



ჭადრაკის დაფა

 

ეტყობა საკმაოდ რთული დილემის წინაშე აღმოჩნდით. თუ ასეთი ნახატები ხშირად მეორდება, - ფარული კომპლექსები გაწუხებთ და პრობლემების გადაჭრა გიჭირთ და საერთოდ ყოფნა -არყოფნის წინაშე დგახართ.



თაფლის ფიჭა

 

სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ მიისწრაფვით, გინდათ ცხოვრება დაალაგოთ; შესაძლოა, ოჯახის შექმნაზეც დაფიქრდით.


 

სპეციალურად საიტისთვის

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016