კინოთეატრ „კავეაში"პირველი პრემიერა გაიმართა და ახალი, 5-დარბაზიანი კინოთეატრი ოფიციალურად გაიხსნა.
ფილმ „მედ მაქსის" ჩვენება, მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, კინოთეატრ „კავეაში" საგანგებოდ მომზადებული, შთამბეჭდავი დეკორაციების თანხლებით გაიმართა.
ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარტი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი ოსკაროსანი ჯორჯ მილერია და მისი ნახვის შესაძლებლობა 3D ფორმატშია შესაძლებელი.
„თბილისი მოლში" (მე-3 სართულზე) ახალი, თანამედროვე, 5-დარბაზიანი კინოთეატრი „კავეა" აღჭურვილია ხმისა და გამოსახულების ულტრათანამედროვე სისტემით/აპარატურით, რაც განაპირობებს კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს.
„კავეაში" კინომოყვარულებისთვის ფილმების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება. მხოლოდ 2015 წელს 20 მსოფლიო პრემიერა იგეგმება. „კავეას" 5 დარბაზი 753 მაყურებელზეა გათვლილი. კინოჩვენებები ყოველდღე - დღის 12 სთ-დან ღამის 10 საათის ჩათვლით გაიმართება.