არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმეს.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, 16-17 მაისს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში შემობრძანების პატივის მისაგებად, აღნიშნულ დღეებში ლოცვითი მსვლელობები გაიმართება.
„ჩვენი სურვილი შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაითვალისწინეს და 17 მაისისთვის - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით", - აღნიშნეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა.
ხვალ, 10:00 საათზე, მღვდელმთავრები და მოძღვრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენენ; 14:00 საათზე, ხატებთან ერთად, დაიწყება ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მსვლელობა მცხეთიდან თბილისისკენ, ვარდების მოედნამდე.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)