reportiori.ge - ათასზე მეტი სოფლის მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებს სოფლიდან გაუსვლელად, „ლიბერთი ექსპრესის“ საშუალებით მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:59
ეკონომიკა
ათასზე მეტი სოფლის მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებს სოფლიდან გაუსვლელად, „ლიბერთი ექსპრესის“ საშუალებით მიიღებს
ავტორი:
16 მაისი, 2015. 12:48


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს" შორის, 6 მაისს, 12:00 საათზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის" მობილური ფილიალებით ემსახურება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.



საქართველოს მასშტაბით, „ლიბერთი ექსპრესის" 70-მდე მობილური ფილიალი ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელში 155 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. უახლოეს მომავალში, მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება, საბანკო მომსახურების გარდა, სოფლიდან გაუსვლელად, „ლიბერთი ექსპრესის" მობილურ ფილიალებშივე მიიღოს ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისები, რაც მოიცავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების საააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს მექანიზატორის სერვისებს.



„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სახელმწიფო სერვისების გამოყენება, დამატებითი დაბრკოლებების გარეშე. ლიბერთი ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტიც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია - სოფლის მოსახლეობას უკვე შესაძლებლობა მიეცემა სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის საჭირო მომსახურება," - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა


„ლიბერთი ბანკი" საქართველოს მასშტაბით 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს 630-ზე მეტი ფილიალისა და წარმომადგენლობის საშუალებით ემსახურება. მათ შორის, ლიბერთი ექსპრესის 70-მდე მობილური ფილიალი 1100-ზე მეტ სოფელში ყოველთვიურად 155,000 -ზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს საბანკო მომსახურებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც მომხმარებელი სახელმწიფო სერვისებს ჩვენი არხების მეშვეობით მიიღებს და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდასაც ადგილზე შეძლებს", - განაცხადა „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.



პროექტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით ხორციელდება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016