ტეილორ ჯონსი (Taylor Jones), 21 წლისა იჯდა სახლში და ძველ სურათებს ახარისხებდა. მათ შორის იყო მისი ძმის ფოტოც, რომელიც სამზარეულოს სკამის უკან იჯდა.
ტეილორმა შენიშნა, რომ მის წინ ზუსტად იგივე სკამი დგას და თავად იმავე მაგიდასთან იჯდა. მან შეაჯერა ძველი ფოტო ახალ გარემოსთან და მოუვიდა თავში იდეა - გაეკეთებინა მცირე ზომის ბლოგი მეგობრებთან ერთად, სადაც მათ შეეძლებოდათ ფოტოების დადება, რომელშიც წარსული აწმყოსთან გადაიკვეთებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ბლოგი "გულისთვის ძვირფასი ფოტოგრაფია" (Dear Photograph) იქცა ინტერნეტ ფენომენად ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში და ავსტრალიაში: 3.5 მილიონი მომხმარებელი და მეშვიდე ადგილი Time-ს რეიტინგში "50 საუკეთესო საიტი 2011 წელს". პროექტის უმალი პოპულარობა, რომელიც 5 წუთში მოუვიდა თავში აზრად, ადვილად ასახსნელია - ეს ფოტოგრაფიები მარტივია, მაგრამ ძალიან ღრმა. მათში ხალხის მთავარი გრძნობებია, რომლებიც გვახსენებს, თუ როგორ კარგად გრძნობდნენ ისინი თავს ოდესღაც, ამბობდნენ თუ როგორ ენატრებოდათ ის დრო. სიტყვები თითოეული ფოტოს ქვემოთ სავსეა სიყვარულით.
ძვირფასო ფოტოგრაფო
ფული რომ ბედნიერი მომენტებით იზომებოდეს, მაშინ მე ყველაზე მდიდარი გოგონა ვიქნებოდი. გაანათლოს შენი სული, პაპა...
ძვირფასო ფოტოგრაფო
ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება ჩემს ძმებთან ერთად გატარებული ჰელოიუნი. ნეტა კიდევ შეგვეძლოს ჩავიცვათ ეს კოსტუმები და ვიყოთ 12 წლით ახალგაზრდები...
ძვირფასო ფოტოგრაფო
მე ისევ მიყვარს შორტებში სიარული ცხელი ზაფხულის დღეებში, როგორც 45 წლის წინ...
ძვირფასო ფოტოგრაფო
რთულია იმის დაჯერება, რომ მამაჩემი ოდესღაც პატარა ბავშვი იყო...
ძვირფასო ფოტოგრაფო
ადამიანები მოდიან და მიდიან, მაგრამ ოჯახი რჩება მუდამ...
ძვირფასო ფოტოგრაფო
ეს ადგილი ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩვენთვის... სადაც ჩვენი გულები გახდა ერთი მთალიანი
ძვირფასო ფოტოგრაფო
ბებია იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, მასწავლებელი და დაქალი
მე მენატრება ის... ყოველდღე.
ძვირფასო ფოტოგრაფო
ოცდაათი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა. მაგრამ მე ვიცი, არასოდეს შეიცვლება ის, რომ ყოველთვის პატარა გოგო ვიქნები დედაჩემისთვის...
ძვირფასო ფოტოგრაფო
პაპა ყოველთვის საყვარელი და სასაცილო კაცი იყო. ძალიან მინდა რომ ის ჩემს გვერდით იყოს და ნახოს, როგორ ვიზრდები...
ძვირფასო ფოტოგრაფო
მან შეცვალა საკუთარი ოთახი ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ერთი რჩება უცვლელი ... ის ძველებურად ჩემი ყველაზე საყვარელი ბიჭია
ძვირფასო ფოტოგრაფო
თერთმეტი წელი და ერთი დღე... და მე ის კიდევ უფრო მეტად მიყვარს.
ძვირფასო ფოტოგრაფო
ეს იყო ჩემი პირველი გამოსაშვები საღამო. მე მიყვარხარ და მენატრები დედა.. ყოველდღე.
ძვირფასო ფოტოგრაფო
მე მახსოვს, როცა შენ გაჩნდი, ექიმებმა თქვეს რომ უძლურნი იყვნენ რამე ეღონათ... მაგრამ ახლა შენ 22 წლის გახდომას აღნიშნავ, იცოდე, შენ შეგიძლია ყველაფერი შენით გააკეთო!
ძვირფასო ფოტოგრაფო
იმ დღის სიცივემ თითები მომიყინა, მაგრამ ხსოვნა დღემდე მათბობს...
ძვირფასო ფოტოგრაფო
მე მხოლოდ 12 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს იშვიათი ტიპის ლეიკემია დაუდგინეს... მე უფრო მენატრები, ვიდრე ვინმე მსოფლიოში. მე შენ მიყვარხარ მთვარემდე და უკან!
წყარო: http://qartveli.ge/