reportiori.ge - ანი მიროტაძე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კითხვები გვაქვს ტელეკომპანიებთან „რუსთავი2“, „მზე“ და „საქართველო“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:49
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კითხვები გვაქვს ტელეკომპანიებთან „რუსთავი2“, „მზე“ და „საქართველო“
24 ოქტომბერი, 2013. 14:14

ამ წუთებში იუსტიციის სახლში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის"  საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საკითხზე „რეპორტიორი"უმრავლესობის წევრ, ანი მიროტაძეს ესაუბრა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან არიან მოქმედი კომისიის წევრები კარლო კვიტაიშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი იყო რიგითი წევრი და მან დატოვა უკვე კომისია. გარდა ამისა აქ იმყოფებიან პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები და ჩვენ ყველა ერთად ვარკვევთ იმ საჩივარს, რომელიც ჩვენთან შემოვიდა და მივმართავთ კომისიის წევრებს კითხვებით რათქმაუნდა კომისიის შექმნის დღიდან ვიდრე ჩვენ გვაქვს მანდატი, ეს არი 2013 წლის ბოლომდე. ამ ეტაპზე ჩვენ გავიარეთ პორტირების საკითხი, ლიცენზიების მოდიფიცირების საკითხი, ახლა გადავედით სიხშირეებზე, მფლობელებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები რადგან მთელი ეს დრო ირღვეოდა კანონი, ვინაიდან ერთი და იგივე იურიდიული პირი ფლობდა ერთ ან ორ ტელევიზიაში წილებს რაც კანონის უხეში დარღვევაა."
მიროტაძის
განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას 3 ტელეკომპანიასთანკითხვები აქვს, რადგან ერთი და იგივე პირები  ტელეკომპანიების წილის მფლობელთა სიებში ფიგურირებენ.
„ამ ეტაპზე ჩვენ კითხვები გვაქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2"_თან, "მზე"_სთან და „საქართველო"_სთან დაკავშირებით, რადგან ამ ტელეკომპანიის მფლობელებში გვხვდებიან ერთი და იგივე პირები, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანთან კითხვებს, დაიწყება 4 საათზე და ის ჩვენ ჩაგვერთვება s„kype"_თ, რადგან არ იმყოფება საქართველოში, ამიტომ  შეთანხმება არის ასეთი,რომ მისი დაკითხვა მოხდება „skype"_ს საშუალებით. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაკეთებთ არანაირ დასკვნებს,მოვუსმინეთ ერთ მხარეს,გვაქვს გარკვეული წერილობითი პასუხები და ახლა უკვე ვისმენთ ამ პასუხებს და მხოლოდ კითხვებს ვსვამთ ამ ეტაპისთვის."

„საგამოძიებო კომისიის შეფასების ნაწილი ჩვენ გვექნება დღის ბოლოსთვის, როცა დაიდება კომისიის საქმიანობის საბოლოო ანგარიში."- განაცხადა ანი მიროტაძემ

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016