თბილისის წიგნის მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალი 28-31 მაისს გაიმართება და მას ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. ფესტივალს 53 მონაწილე ეყოლება - გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ.
მონაწილეები მკითხველებს ყველა ჟანრის წიგნებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებენ.
ფესტივალის ფარგლებში იგეგმება უამრავი ღონისძიება: ახალი წიგნების პრეზენტაციები; შეხვედრები ქართველ და უცხოელ ავტორებთან; საჯარო კითხვა; გასართობი პროგრამები პატარა მკითხელებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდთან.
თბილისის წიგნის ფესტივალს ათამდე უცხოელი სტუმარი ეწვევა: გამოჩენილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და მისი ლიტერატურული აგენტი იტალიიდან სტეფანო ბისაჩი, არაბ გამომცემელთა დელეგაცია და სხვ.
თბილისის წიგნის ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს. დეტალები იხილეთ ლინკზე:
www.facebook.com/tbilisibookfair/photos/a.178471448928183.35023.177808815661113/734786359963353/?type=1&theater
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და ქალაქ თბილისის მერია. დასწრება თავისუფალია.