reportiori.ge - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 13:24
სხვადასხვა
ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
ავტორი:
18 მაისი, 2015. 18:46


იმ მშობლების შვილებს, რომლებიც უფრო ხშირად გამოხატავენ სიყვარულსა და მზრუნველობას პატარებისადმი, გაცილებით დიდი ზომის ტვინი აქვთ, ვიდრე ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც, რასაკვირველია, უყვართ შვილები, მაგრამ ამას მაინცდამაინც ვერ ამჟღავნებენ. დედა, რომელიც არა მარტო ამშვიდებს აფორიაქებულ ბავშვს, არამედ მას ძილის წინ უმღერის კიდეც, ხელს უწყობს შვილის ტვინის ყველა განყოფილების ნორმალურ განვითარებას. ეს დასკვნა სპეციალისტებმა ბავშვთა ფსიქიატრიის პროფესორის ჯოან ლუბის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შემდეგ გააკეთეს. ერთმანეთს ორი პატარას ტვინი სკანირებისას შეადარეს და შედეგები შოკიმომგვრელი აღმოჩნდა: ტვინი მარცხენა ფოტოზე, ზომით,  მნიშვნელოვნად განსხვავდება ტვინისგან, რომელიც მარჯვენა ფოტოზეა გამოსახული. უფრო მეტიც, მარჯვენა სურათზე დიდი რაოდენობით მუქი უბნები ჩანს. დიდი ტვინი სწორედ იმ ბავშვისაა, რომელიც განებივრებულია მშობლებისგან. პატარასათვის, ყურადღების დეფიციტი სამწუხარო შედეგს იწვევს: ასეთი ბავშვები ხშირად ნარკომანები ხდებიან და კრიმინალური სამყაროსკენ მიუწევთ გული. მათ მეტი შანსი აქვთ, დარჩნენ უმუშევარნი. მათ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ. ტვინის ნორმალურად განვითარებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო პირველი ორი წელია. სწორედ 2 წლამდე უნდა მოახერხოთ, რომ თქვენს პატარას სიყვარულის პიკი აგრძნობინოთ და ანახოთ.



წყარო - internet.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016