reportiori.ge - ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ნოდარ ხადურმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
ეკონომიკა
ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ნოდარ ხადურმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო
24 ოქტომბერი, 2013. 18:01

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „FitchRatings"-ის მისიის წევრებს - საქართველოზე მომუშავე ანალიტიკოსებს: ჩარლზ სევილს  და ვინსენტ ფორესტს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებული საკითხებიქვეყნის სამომავლო ფისკალური პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში, 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი, საგადასახადო პოლიტიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები და დაგეგმილი ხარჯები, სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალის საკითხები და სხვა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, 2014 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, აგრეთვე ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მიმართულებები, რომელთა ძირითადი მიზანი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობაა. 

ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს. მან იმედი გამოთქვა, რომ კომპანია სარეიტინგო დასკვნაში ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ამჟამად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „FitchRatings"-ის რეიტინგში საქართველოს „BB-"  აქვს მინიჭებული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016