რაჭაში გაზიფიცირების სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დამატებით 67 ოჯახი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.
გაზიფიცირების სამუშაოება დღეს რაჭაში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ მოინახულა და რამოდენიმე ოჯახში სიმბოლურად გაზი აანთო.
გუბერნატორი ქ. ამბროლაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც გაეცნო. მან კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან სახლთან მშენებარე მინი სტადიონის და ქალაქში მდებარე აგრარული ბაზრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მოუწესრიგებელი ბაზარი ამ დრომდე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
პარმენ მარგველიძე კოსტავას ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისა და ქალაქის რამოდენიმე ქუჩაზე გზის დამცავი ბეტონის კედლების მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)