ტრადიციულად, ქალები აღიქმებიან სამართლიანი სქესის წარმმადგენლებად. ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს გაგიგიათ ძველი ნათქვამი "ქალი შეიქმნა შაქრისაგან, სანელებლებისა და ყველაფერი მშვენიერისაგან", მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთმა ქალმა დაამტკიცა, რომ ეს ყოველთვის სიმართლე არ არის.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არაერთმა ქალმა აჩვენა საპირისპირო "სამართლიანი სქესის" სტერეოტიპისა. მხოლოდ მამაკაცები არ არიან მათ სიაში ვინც ჩადიოდა საშინელ დანაშაულს, მკვლელოობას, სისასტიკეს და ასე შემდეგ, არამედ ბევრი ქალი, მათ შორის დედა, ცოლი, წარმატებული, ლამაზი და მდიდარი ქალი.
ზოგიერთი ქალი, შესაძლოა ისტორიის ბნელ მახრეს აღმოჩნდა და ამიტომ შემოგვინახეს ლეგენდებმა ისინი ბოროტად, სასტიკად და მკვლელად, მაგრამ ზოგმა ამ სიიდან დადასტურებულად ჩაიდინა საშინელი დანაშაული და ზოგიერთი სასჯელსაც კი გადაურჩა. ასეთი ქალები ყოველთვის სარგებლობდნენ უდანაშაულო ადამიანებით და მათ დაამტკიცეს, რომ ქალი შეიძლება არ იყოს შექმნილი " ყველაფერი მშვენიერისაგან".
რა თქმა უნდა, ამ სიაში კიდევ რამდენიმე ქალის შეტანა შეიძლება. თქვენი მოსაზრებები დაწერეთ კომენტარში
1. უილიამინა "მინი" დიდი -ის ერთადერთი ქალია ახალი ზელანდიიდან, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. მინის დანაშაული მართლაც ძალიან ჩახლართული იყო. ის სთავაზობდა დახმარებას ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ორსულად იყვნენ. მოგეხსენებათ 19-ე საუკუნეში, ქალები, რომლებიც უკანონონ აჩენდნენ შვილებს საზოგადოებიდან მოკვეთილი იყო და სტიგმატიზებული, ამიტომ ახალგაზრდა, გამოუცდელი ქალები თანხმდებოდნენ მინის აღეზარდა ჩვილი პატარა ბავშთვა სახლში, სანაცვლოდ კი დედებისგან ფულს იღებდა. თუმცა აღზრდის მაგივრად მინი კლავდა ბავშვებს და დედებისგან ფულს მაინც იღებდა, თითქოს აგრძელებდა ბავშვებზე ზრუნვას. ეჭვი დიდხანს არავის გასჩენია მასზე, რადგან ბავშვები აღრიცხული არ იყო (ჩანაწერები არ არსებობდა მათ შესახებ) და იმ დროს ბავშვთა სიკვდილიანობა გავრცელებული იყო. პატარები უბრალოდ გაუჩინარდნენ და დედების უმეტესობამ ვერც გაიგო მათი შვილების ბედი
2. ბელა განესი - ბელა იყო მაღალი, ძლიერი ნორვეგიელ-ამერიკელი ქალი. მან იცოდა, რომ ქმრისა და შვილების სიკვდილის შემთხვევაში მოგებას მიიღებდა, ამიტომ თავიდნ მოიშორა თავისი პირველი ქმარი და სამი შვილი. (ეს მისი პირველი დანაშაული იყო.) მიიღო დაზღვევის თანხა და იყიდა სახლი (რომელიც შემდეგ იდუმალ ვითარებაში დაიწვა), შემდეგ მეორედ გათხოვდა. შეეძინა ქალიშვილი, რომელიც თავის მეორე ქმართან ერთად მოკლა. გამომძიებლები ამან დააეჭვა, მაგრამ მან მოახერხა თავის დაძვრენა და ისინი დაარწმუნა, რომ ეს ყველაფერი ტრაგიკული უბედური შემთხვევის ბრლია. შემდეგ განესმა მეთოდი შეცვლა - მან მთელი ქონება გასაყიდად გამოფინა და ვინც მის დასათვალიერებლად მოვიდა ყველა გაძარცვა. ამის შემდეგ განესი გაუჩინარდა. შესაძლოა, მან თავი მოიკლა, ან გაითამაშა საკუთარი მკვლეობა, ამის შესახებ დღეასც არაფერია ცნობილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ბევრი ადამიანი ყავდა მოკლული, რაც მის სახლში აღმოჩენლი ადამიანების "ნარჩენებით" დაადგინეს. სავარეუდოდ, მან 40-ზე მეტი ადამიანი მოკლა.
3. დელფინა ლალორი - მდიდარი, ლამაზი დელფინა პოპულარული იყო ნიუ-ორლეანში. სამწუხაროდ, ის მალავდა ბნელ და საშინელ საიდუმლოს, რომელსაც სინათლე მოეფინა სასახლეში გაჩენილი ხანძრის დროს. როდესაც მეხანძრეები სახლში შევიდნენ აღმოაჩინეს 2 მონა ღუმელზე მიჯაჭვული, ხოლო რამდენიმე მონის სხეული საშინლად დამახინჯებული, ნაწამები, მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო, ადამიანებსაც აღარ გავდნენ. რამდენიმე მონას იძულებით ეცვა მანჟეტები ისეთი, რომ არ შესძლებოდათ თავის მოძრაობა. რამდენიმე ცხედარი სახლის ქვეშ იყო დაკრძალული.
დელფინა გაიქცა ნიუ-ორლეანიდან და საფრანგეთს შეაფარა თავი, ის არასოდეს წარსდგენილა მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი შემზარავი დანაშაულის გამო.
4. მერი ენ კოტონი - მერი ენი მიხვდა, რომ ქმრის და შვილების დახოცვით დაზღვევის ფულს მიიღებდა და გამდიდრდებოდა. მას შემდეგ, რაც მან პირველი ქმარი და რამდენიმე შვილი მოკლა, გათხოვდა, მაგრამ მეორე ქმარი უეცრად გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ გათხოვდა. .. და ასე გრძელდებოდა... საბოლოოდ, მერი დაიჭირეს მეოთხე ქმრის საეჭვო გარდაცვალების შემდეგ. ის საბოლოოდ წარსდგა სასამარლოს წინაშე. აღმოჩნდა, რომ მან მოკლა 21 ადამიანი, ამათგან 12 საკუთარი შვილი, ქმრები და საკუთარი დედა.
5. ირმა გრიისი - ის ერთ-ერთი მცველი იყო ნაცისტურ ბანაკში და ცნობილი როგორც განსაკუთრებით სასტიკი. მან "კარიერის" განმავლობაში ათობით ათასი ადამიანი სასტიკად აწამა, დაასახიჩრა, ახრციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას, უკანონოდ ხოცავდა. სასამრთლომ, მისი საშინელი დანაშაულების გათვალისწინებით სიკვდილით დასაჯა.
6. ისლი კოხ ბორნი - ისტორიაში ცნობილაია, როგორც "ბუხენვალდის ჯადოქარი". ის იყო კარლ კოხის მეუღლე, ვინც განაგებდა ბუხენვალდის და მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკებს. ისლი ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი სასტიკი გუშაგი. მისმა სასამრთლო პროცესმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან გადარჩენილები მას ასახელებდნენ სადისტად, რმელიც მსხვერპლს კანს აძრობდა და სუვენირად ინახავდა. საბოლოოდ, მან ციხეში თავი მოიკლა.
7. რანავალონა I - მან თავი დედოფლად გამოაცხადა კუნძულ მადაგასკარზე, ქმის გარდაცვალების შემდეგ 1828 წელს და 1861 წლამდე ეჭირა ტახტი. მისი პოლიტიკა იყო - იზოლაციონიზმი, რაც გულსიხმობდა კუნძულის ევროპელებისგან დაცვას, რათა არ მომხდარიყო მისი კოლონიზება. ამისთვის მას ჯერ უნდა განემტკიცებინა ძალაუფება მთელს კუნძულზე, ამიტომ მიმდებარე სამეფოებიც უნდა მიეერთებინა. ეს შესაძლოა კეთილშობილური მიზანი ყოფილიყო, მაგრამ ამოქმედდა ძალიან სასტიკი სამხედრო კამპანია, აიკრძალა ქრისტიანობა და შეიქმნა სასამართლოები, რომლებიც სრულიად უბრალო მიზეზის გამო ასამართლებდნენ იძულებით მომუშავე ადამიანებს და რა მარტო, სჯიდნენ სიკვდილით. მისი მეთოდები ძალიან სასტიკი და უცნაური იყო, მაგალითად: ადამიანს, რომელიც უნდა დასჯილიყო სიკვდილით, უნდა დაელია შხამი და ეჭამა ქათმის კანის სამი ნაჭერი. თუ დამნაშავე მოერეოდა სამივე ნაჭერს, მაშინ ისინი არასოწორები იყვნენ და თუ ვერა, მაშინ სასტიკად სჯიდნენ. საერთო ჯამში, ამ პოლიტიკამ და სამხედრო კამპანიამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მადაგასკარზე 5 მილიონიდან 2.5 მილიონი ადამიანი დარჩა სულ რაღაც 6 წლის განმავლობაში, მისი წესებისა.
8.გრაფინია ბატორი - შუა საუკუნეების გრაფინია ბატორი სხვა მისი მედროვეთგან განსხვავებით, სასტიკი იმიტომ კიარ იყო, რომ დაეცვა საკუთარი პოზიციები - მიუხედავად იმისა, რომ ის სამეფო ოჯახიდან იყო - ის სასტიკი იყო იმიტომ, რომ სურდა ასეთი ყოფილიყო. ქალმა, რომელიც მარტო ცხოვრობდა სასახლეში განაცხადა, რომ აწამა და მოკლა ათასობით უდანაშაულო გოგონა. სერიული მკვლელის "კარიერის აწყობა" მოახერხა სასახლეში გოგონების მიღებით, რომლებიც სამსახურს ეძებდნენ. შემდეგ უცნაური მოვლენის გამოსაძიებლად, რაც მის მამულში ხდებოდა, უნგრეთის ხელისუფლება დაინტერესდა. გამოძიებამ აღმოაჩინა უამრავი მოკლული, ნაწამები, მომაკვდავი ადამიანი. ასობით მოწმის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება, მაგრამ არ დაუპატიმრებიათ თავისი სოციალური სტატუსის გამო. დანარჩენი ცხოვრების გატარება მოუხდა სასახლის ქვემოთ საპყრობილეში. მისი გარდაცვალების შემდეგ უამრავი ლეგენდა გავრცელდა მასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ სვამდა ქალწულების სისხლს, რომ შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა და სილამზე.
წყარო: auu.ge