reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში მეორე ტურში ვიქნებით მე და გიორგი მარგველაშვილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:43
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში მეორე ტურში ვიქნებით მე და გიორგი მარგველაშვილი
24 ოქტომბერი, 2013. 18:42

ნინო ბურჯანაძე დღეს ეუთოს სადამკვირვებლო  მისიის ხელმძღვანელს მატეო მეკაჩს შეხვდა.როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეუთოს წარმომადგენლებთან მან წინასაარჩევნო მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მე მათ ვუთხარი, რომ მართლაც დიდია მხარდაჭერა და აქტიურობაა მოსახლეობის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში მეორე ტურში ვიქნებით მე და გიორგი მარგველაშვილი. ასევე ვისაუბრე იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილის განცხადებამ, 60%-იანი მხარდაჭერის თაობაზე, გარკვეულწილად გამოიწვია გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობისა, რადგან ეს იქნა მიღებული როგორც პირდაპირი დირექტივა, რომ მინიმუმ 60 % უნდა მიიღოს მარგველაშვილმა და ადგილებზე დაიწყო გარკვეული წნეხის განხორციელება.მნიშვნელოვანია, რომ ჯერჯერობით პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზიები და ამას ნამდვილად ვაფასებთ. ასევე ვაფასებ იმას, რომ ე.წ შავი პიარი არ იქნა გამოყენებული ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაც ამზადებს შავ პიართან დაკავშირებით მასალებს, მაგრამ ესეც არ არის შემაშფოთებელი. ის, რომ კამპანიამ ჩაიარა მეტნაკლებად ნორმალურ ვითარებაში ეს კარგია, თუმცა ჩვენ გვაქვს პრეტენზია არათანაბარ მდგომარეობაზე, თუნდაც მედიასივრცეში, თუნდაც დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე მე ის ჩავაყენე საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილებიდან მოდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" გარიგების თაობაზე. ეს სქემა ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, როდესაც მოსახლეობას თავს ახვევენ აზრს იმის შესახებ, რომ პირველ ადგილზეა მარგველაშვილი ლამის 80 %-ით და მეორეზე ბაქრაძე. მე მინდა ყველას მოვუწოდო, არ გააყალბონ არჩევნები. ჩვენ გვყავს საკმარისი დამკვირვებლები იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბება არ დავუშვათ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, მოვიდნენ არჩევნებზე, არ დაკარგონ თავისი ხმა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ."_განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016