25 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
მისივე თქმით, სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ უცნობია. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ტრადიციულად, სხდომის განჩინება მედიისთვის ცნობილი გახდება.
სავარაუდოდ, წმინდა სინოდის სხდომაზე ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევის საკითხზე იმსჯელებენ, რადგან მიტროპოლიტი ელისე მარტის შუა რიცხვებში გარდაიცვალა და ახალი მღვდელმთავარი დადგენილი არ არის.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. წელს წმინდა სინოდის სხდომა პირველად იმართება. წინა სხდომა გასული წლის 23 დეკემბერს ჩატარდა