reportiori.ge - 21 მაისს სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:32
კულტურა
21 მაისს სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა
21 მაისი, 2015. 11:00



მსახიობი სოფიკო ჭიაურელი 1937 წის 21 მაისს დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი.



1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960-64 და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1964-68 წლებში კი - რუსთაველის თეატრის.



სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი - კოტე მახარაძეს.



ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, სომხეთის სახალხო არტისტი, შვიდჯერ აიღო საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ასევე,სახელმწიფო პრემია, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ეკრანის დედოფალი" ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შ. რუსთაველის სახელობის, კ. მარჯანიშვილის სახელობის და ნ. ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი და სხვ.



გადაღებულია ფილმებში: ჩვენი ეზო"- ციცინო, „ენგურის ნაპირებზე" - თამარი, „ვერის უბნის მელოდიები" - ვარდო, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - ტასია, „ხევსურული ბალადა" - მზექალა, „ფერისცვალება" - სოფიკო, „ნატვრის ხე" - ფუფალა, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" - სოფიკო, „არ იდარდო!" - სოფიკო, „ბროწეულის ყვავილი" - დედოფალი ანა საიათნოვა, „დათა თუთაშხია" - ნანო და სხვ.



სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016